მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პიცა სწრაფად

როგორ მოვამზადოთ პიცა სწრაფად

by Keti

მეგობრული თავყრილობები პიცის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა მისი შეკვეთის იდეა მაშინ ჩნდება, როცა ყველას მოშივდება. სანამ მოიტანენ საყვარელ ნუგბარს, დრო ძალიან იწელება. ამ დროში კი შეგიძლიათ გემრიელი პიცა მოამზადოთ თავად, მით უფრო ბევრნი თუ ჩაერთვებით ამ საქმიანობაში.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი პიცა და ამავდროულად თანხაც დაზოგოთ. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • 300 მლ წყალი
  • 2-3 ს. კ. ზეთი
  • 1 მწიკვი შაქარი
  • 2 ს. კ. კეტჩუპი
  • 1 ჩ. კ. მდოგვი
  • 1 ჩ. კ. იტალიური ბალახი
  • 100 გ ბეკონი
  • 100 გ სიმინდი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 500-600 გ ფქვილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 12 გ საფუარი
  • 2 ს. კ. მაიონეზი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 100 გ ლორი
  • 50 გ მჟავე კიტრი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ჯამში შეურიეთ ფქვილი და საფუარი, დაამატეთ მარილი და შაქარი, ჩაასხით ცოტ-ცოტა წყალი და მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ სამუშაო ზედაპირზე და ზილეთ მანამ, სანამ ხელებს აღარ მიეკრობა.
  2. მოასხით ცომს ზეთი და კვლავ კარგად მოზილეთ. დააფარეთ რაიმე  და მოათავსეთ თბილ ადგილას.
  3. დაჭერით ბულგარული წიწაკა, კიტრი, ლორი და ბეკონი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი.
  4. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ ერთმანეთს მაიონეზი, კეტჩუპი, მდოგვი, პროვანსული ბალახი, პილპილი.
  5. ღრმა თასში შეურიეთ კიტრი, წიწაკა, ლორი , ბეკონი, დაკონსერვებული სიმინდი.
  6. სამუშაო ზედაპირზე მოაფრქვიეთ ფქვილი, გააბრტყელეთ ცომი თხელი ფირფიტის სახით. წაუსვით მას სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები.
  7. ცომი გადაახვიეთ რულეტის სახით. დაჭერით საპორციო ნაჭრებად და მოათავსეთ პერგამენტიან საცხობზე. მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12-15 წუთით.

შეგიძლიათ ყველის დამატება თავიდანვე, შიგთავსში. გირჩევთ, პიცა მიირთვათ ტომატის წვენთან ერთად. უგემრიელესია!

გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს- ისინი მადლიერები დაგრჩებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: