მთავარი სილამაზე ეს პროდუქტები იწვევს სახის შეშუპებას. ამოიღეთ რაციონიდან.

ეს პროდუქტები იწვევს სახის შეშუპებას. ამოიღეთ რაციონიდან.

by Keti

რა გავაკეთოთ თუ დილაობით სახე 2-3ჯერ დიდი გვეჩვენება შეშუპების გამო? ცივი კომპრეს-ნიღაბი კარგია, მაგრამ, სჯობს, მიზეზი აღმოვფხვრათ. ჩვენ გეტვით, რატომ ხდება სახის და თვალების შეშუპება დილაობით.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე პროდუქტი, რომლებითაც ვახშმობას მიეჩვიეთ. ისინი აკავებს წყალს ორგანიზმში და ძილის დროს ხდება სახის შეშუპება. შარდმდენის მიღება ცუდი ვარიანტია, რადგან შედეგები ხშირად უარესია.

აი, რომელ პროდუქტებს აქვთ სახის მმშემაშუპებელი” თვისებები.

1. ფასტფუდი

მასში ბევრი მარილია, რომელიც სხეულში წყალს აკავებს.

2. ნახევარფაბრიკატები

იგივე ისტორიაა, რაც ფასტფუდთან, თუმცა ძეხვეულში მარილთან ერთად სხვა მავნე დანამატებიცაა. უპირტესობა მოხარშულ ხორცს ან გამომცხვარ თევზს მიანიჭეთ.

3. ბოსტნეული

სასარგებლო ბოსტნეული – კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, ხახვი სჯობს, რომ სადილად მიირთვათ და არა საღამოს. ისინი ხელს უწყობს აირწარმოქმნას, რაც შეშუპებას იწვევს.

4. დაკონსერვებული პროდუქტები

დამარინადებული ბოსტნეული ან ჯემები შეიცავს ბევრ მარილსა და შაქარს. ისინი აუწყლოებს კანს და იქმნება შეშუპება.

5. ალკოჰოლი

თუ ბახუსის სხვა გვერდითი ეფექტები ვერ გაჩერებთ, გაიხსენეთ თქვენი გამოსახულება დილით სარკეში. ალკოჰოლი აკავებს სითხეს და აბინძურებს ორგანიზმს ტოქსინებით.

6. ტკბილეული

ტკბილეული ვნებს ყველაფერს. სჯობს, არ მიირთვათ ჩაი, თუ მაცივარში ტორტი გაქვთ, რადგან ცდუნების შანსი იზრდება. თუ ძალიან გინდათ ტკბილი, მიირთვით ჩირეული, თუმცა ზომიერად.

აი, რატომ ხდება სახის შეშუპება დილაობით. ტკბილეულის მირთმევის ნაცვლად, სჯობს, შაქარი და ფქვილი თქვენი კანის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: