მთავარი სილამაზე არასოდეს დაიბანო სახე შხაპის დროს. აი სახის კანის გაწმენდის მთავარი წესები დერმატოლოგისგან.

არასოდეს დაიბანო სახე შხაპის დროს. აი სახის კანის გაწმენდის მთავარი წესები დერმატოლოგისგან.

by Keti

ყოველდღიური ჰიგიენური რუტინა ყველა ადამიანისთვის მსგავსია, მაგრამ არსებობს რამდენიმე წესი, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის. ამის გამო ბევრი ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს, არასასიამოვნო შედეგები კი უკვირთ.

სახის კანის გაწმენდა

დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ საკვანძო შეცდომაზე. ეს ხანგრძლივი შხაპის მოყვარულთათვისაა დამახასიათებელი.

ეს ადამიანები ხშირად იბანენ სახეს, შხაპის მიღებამდეც. უამრავმა დერმატოლოგმა დაამტკიცა, რომ ეს არასასურველი პროცედურაა და აქვს ცუდი შედეგები.

სახის შხაპით დაბანის შედეგები

1. თუ შხაპის ქვეშ დგომა გიყვართ, ფრთხილად უნდა იყოთ.

მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი მოქმედებით ფართოვდება კაპილარები, ეს კი აღრმავებს კანის დაავადებებს.

2. ძალიან ცივი წყალი იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის შეფერხებას და ვიწროვდება კაპილარები, შედეგად, იკარგება კანის ელასტიურობა და ის ბერდება.

3. წყალთან ხშირი კონტაქტი იწვევს სახის კანის სიმშრალეს, მით უფრო თუ, კანი მშრალია.

4. ცივი წყლის ხანგრძლივი მოქმედება სახეზე ძილის წინ, იწვევს ძილის დარღვევას.

როგორ დავიბანოთ სახე სწორად

1. სასურველია, რომ სახის კანის გასუფთავება მოიცავდეს არამარტო დაბანას, არამედ მალამოთი დატენიანებასაც.

2. დილით სახე დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით, სასურველია, ცოტა გამწმენდი საშუალების დამატება.

3. სახე უნდა დაიბანოთ ნიჟარასთან, მცირე წყლის გამოყენებით

4. კვირაში ერთხელ მაინც დაბანის შემდეგ სახის კანის გამწმენდი ნიღბები გამოიყენეთ. საუკეთესო ინგრედიენტები ან ნიღბებისთვის არის ლიმონი, შვრიის ფანტელი, დაფქული ყავა და აქტივირებული ნახშირი.

5. დაიცავით სახის კანი მზისგან, განსაკუთრებით, გაზაფხულ-ზაფხულში. დაბანის შემდეგ წაისვით დამცავი კრემი ან ტონიკი.

სახის მოვლა რთული პროცესი ჩანს, თუმცა რეალურად მარტივია. მრავალ პრობლემას სახის შინაური ნიღბები უმკლავდება, რომლებიც არაუხშირეს კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: