მთავარი რჩევები გამოცდილი სტილისტი: აი, როგორ მიიღოთ შეღებისას ზუსტად ის ფერი, რომელიც გინდათ. ნუ დაუშვებთ გულუბრყვილო შეცდომას.

გამოცდილი სტილისტი: აი, როგორ მიიღოთ შეღებისას ზუსტად ის ფერი, რომელიც გინდათ. ნუ დაუშვებთ გულუბრყვილო შეცდომას.

by Keti

თმის შეღებვა სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა, განსაკუთრებით, თუ მუქი თმის გაღიავებაზეა საუბარი. ხუჭუჭა შავგვრემანებს სურთ გახდნენ სწორთმიანი ქერები და პირიქით.

ჩვენ გეტყვით, როგორ გაიღიავოთ თმა სახლის პირობებში. თუ ყველა ნიუანსი გეცოდინებათ, დაზოგავთ სალონებისთვის განკუთვნილ დროსა და ფულს.

პირველ რიგში, შეარჩიეთ საამისო საშუალება. მზა ქიმიური კოსმეტიკის ყიდვა სასურველი არ არის, ის აუხეშებს თმას, აზიანებს მას და აშრობს.

როგორ გავიღიავოთ მუქი თმა?

  1. შეიძინეთ პროფესიული საღებავები და დამჟანგავები. თუ შავგვრემანი ხართ, თავიდან გამოიყენეთ 9%იანი ოქსიდი.
  2. თუ შავი თმა გაქვთ, მაშინ – 9%იანი.
  3. თუ ღია ფერის თმა გაქვ, 3%იანი საკმარისია.

გაღიავება ჩაიტარეთ 3ჯერ, 1 კვირიანი შუალედებით. მაგალითად, გაიღიავეთ მუქიდან 9%იანი ოქსიდით, დააკვირდით შედეგს. თუ მიიღეთ ნარინჯისფერ-თაფლისფერი, ეს ნორმალურია. 1 კვირის მერე გაიმეორეთ 6%იანით იგივე. შეხედეთ შედეგს. თმა ღია ყვითელი უნდა გახდეს. კვლავ 1 კვირის შემდეგ გაიღიავეთ 3%იანი ოქსიდით და მიიღებთ პლატინისფერ ქერა თმას.

როგორ გავიღიავოთ თმა კანის დაზიანების გარეშე

1. გაღიავებამდე კანზე სილიკონის საშუალება წაისვით წყლის გარეშე (არ უნდა ჩამოიბანოთ). თუ ფსორიაზი გაქვთ ან ჭრილობა, ჯერ იმკურნალეთ და შემდეგ გაიღიავეთ თმა. ჩაიცვით ხელებზე ხელთათმანები.

2. უსაფრთხოების წესების დაცვის შემდეგ განაზავეთ საღებავი. გააკეთეთ ყველაფერი ინსტრუქციით. ეს ინფორმაცია განსხვავდება და დამოკიდებულია ბრენდებსა და მწარმოებლებზე.

3. წაისვით საშუალება თმის ძირებში, დაიწყეთ კეფიდან. შემდეგ მიჰყევით თმის მთელ სიგრძეს. შემდეგ ჩაიცვით საშხაპე ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი.

4. დრო რომ გავა, დაიბანეთ თავი თბილი წყლით.

5. ყოველი გაღიავების მეორე დღეს, თმაზე წაისვით სასურველი ფერის შესაბამისი ტონი. სიყვითლის ნეიტრალიზაციისთვის შეარჩიეთ მოიისფრო, ფერფლისფერი ან ვარდისფერი ტონები. გამოიყენეთ 1,5%იანი დამჟანგავი.

6. ყოველთვის გამოიყენეთ შეღებილი თმის დასაცავი შამპუნი და ბალზამი. ისინი ხელს შეუშლის საღებავის ჩამოდინებას და გააჯანსაღებს თმას. თმის შეღებვის შემდეგ დამატენიანებელი ნიღბებიც გამოიყენეთ.

გაუზიარეთ სტატია თმის გაღიავების მსურველებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: