მთავარი საკითხავი ნიკოლოზ გოგოლის გენიალური ფრაზები

ნიკოლოზ გოგოლის გენიალური ფრაზები

by guramus

ნიკოლოზ გოგოლი  — უკრაინელი-რუსი მწერალი. ის მიიჩნევა რუსული ლიტერატურული რეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად

რა არის ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ გაშლილი ველი, სადაც მწუხარებასა და ვაებას დაუსადგურებია. რა არის ქვეყანა? ეს მხოლოდ ბრბოა, რომელიც არაფერს გრძნობს.

ქალი ისეთი ქმნილებაა, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. აბა, ბიჭი ხარ და გადმოეცი ყველაფერი, რაც მის სახეზე დაკრთის, რასაც მიგახვედრებს მისი სახე, ვერაფერსაც ვერ გადმოსცემ. მარტო მათი თვალები ისეთი უსაზღვრო სამეფოა, თუ ერთი შეტოპა კაცმა – უგვზო-უკლოდ დაიკარგება.

ქრისტიანი კაცი არ შეიძლება მარტო მასწავლებელი ან მარტო მოწაფე იყოს. ის მუდამ ერთიცაა და მეორეც, ამიტომ მიდის სრულყოფილებისკენ. ჩემო მეგობარო, თავი მხოლოდ შეგირდად ჩათვალე. ნუ იფიქრებ, რომ დაბერდი, დაბრძენდი, დასრულდა შენი სწავლა–განათლება, შენმა სულმა და ხასიათმა სრულყოფილებას მიაღწია. ქრისტიანი სიკვდილამდე მოწაფეა.

თუ შეგემთხვევა რომ ვინმეზე გაბრაზდი, საკუთარ თავზეც გაბრაზდი, თუნდაც იმის გამო, რომ სხვაზე გაბრაზება მოახერხე.

გონიერება ადამიანის უმაღლესი შესაძლებლობაა, რომელის მოხვეჭაც ვნებების დამორჩილების გარეშე შეუძლებელია.

საკუთარ თავთან ვალდებულებაზე სასიამოვნო არაფერია.

მე ვაკვირდებოდი მხიარულ და ბედნიერი ცხოვრების მეცნიერებას და ვრჩებოდი გაოცებული, თუ როგორ გარბოდა ხალხი სასურველი ბედნიერებისგან მაშინვე, როგორც კი შეხვდებოდნენ.

შემოქმედებით ტკბობაზე დიდი სიტკბოება არ არსებობს.

გაჭირვებით და სიმწრით ჩვენ შეგვიძლია გონიერებას შევმატოთ ის კვანძი, რომელსაც ვერ ამოვიკითხავთ წიგნებში.

არასდროს არ ღირს მომავლით თავის მოწონება.

იყო ქვეყნად და არაფრით აცხადებდე შენს არსებობას, ეს საშინელებაა.

ცივი სიცილის სიღრმეში შეიძლება მოიძებნოს ცხელი სამუდამო ნაპერწკლები ყოვლისშემძლე სიყვარულის.

ქალისთვის უფრო ადვილია ეშმაკი ჩაკოცნოს, ვიდრე სხვა ქალზე თქვას, რომ ის ლამაზია

რა არის ცხოვრება? – ცხოვრება ოცნებების დამსხვრევაა სინამდვილით.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: