მთავარი ჯანმრთელობა ეს 10 ფაქტი თქვენს ჯანმრთელობაზე მთლიანად შეგიცვლით წარმოდგენას

ეს 10 ფაქტი თქვენს ჯანმრთელობაზე მთლიანად შეგიცვლით წარმოდგენას

by guramus

ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამეა, ამიტომაც ყველა თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იცოხლოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მეცნიერებმაც კი არ იციან ადამიანის ორგანიზმის შესახებ ყველა დეტალი. წარმოგიდგენთ 11 ფაქტს, რომელთა მეშვეობითაც ცხოვრების წესს ახლიდან გადააფასებთ და თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ყველაზე გასაოცარ ფაქტებს გაიგებთ:

ქალებს მეტი ძილის სჭირდებათ ვიდრე კაცებს

დანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ქალებსს საკმარისად დიდხანს არ სძინავთ, მენტალური და ფიზიკური პრობლემები უფრო მწვავედ აღენიშნებათ, ვიდრე კაცებს. ძილის ნაკლებობის გამო, ქალს დეპრესია მოიცავს და დილიდან გაღიზიანებულია, როცა იმავე რაოდენობის ძილი კაცს თავისუფლად ყოფნის.

ადამიანები, რომლებიც თავიანთ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უფრო დიდხანს ცოცხლობენ

მეცნიერებმა 387 ტყუპები შეისწავლეს, რომლებიც 70, 80 და 90 წლის იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანების სახემ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება გაგვიმხილოს. თუ ადამიანს თავის ასაკზე ნაკლების შეხედულება აქვს, იმაზე მეტხანს ცხოვრობს, ვიდრე ის, ვინც უფროსად ან თავისი ასაკის შესაფერისად გამოიყურება.

საუზმის უარყოფა ჯანმრთელობას პრობლემას არ უქმნის

1944 წელს, საუზმის საკვების შექმნელმა კომპანიამ General Foods პიარ-კამპანია წამოიწყო, რომლის მიხედვითაც საუზმეს ადამიანის სიცოცხლეში გადამწყვეტი როლი ჰქონდა. ალბათ თქვენც გაგიგიათ ფრაზა „საუზმე დღის მანძილზე მთავარი საკვებია“. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ საუზმის გამოტოვებას ორგანიზმზე ეფექტი არ აქვს. ეს უბრალოდ მითია.

მეგობრებთან ურთიერთობა მამაკაცის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ყველა მამაკაცი კვირის მანძილზე მეგობრებს მინიმუმ ორჯერ უნდა შეხვდეს. ამ დროის განმავლობაში მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ – თამაში თუ დალევა. ერთგული მეგობრების მქონე მამაკაცები ნაკლებად დეპრესიულები არიან და ძლიერი იმუნურის სისტემით გამოირჩევიან.

კანკალი მაშინ, როცა გცივათ, წონის დაკლებაში გეხმარებათ

სიდნეის მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ სიცივეში 10 წუთი კანკალი უფრო მეტ კალორიას წვავს ვიდრე ვარჯიში.

ველოსიპედის ტარება იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერება 55-დან 79 წლამდე ველომრბოლელები შეისწავლეს. ისინი ყოველდღე 1 საათით მაინც ატარებდნენ ველოსიპედს. აღმოჩნდა, რომ მათი იმუნური სისტემა 20 წლის ადამიანების მსგავსი იყო.

ბავშვობაში ფრჩხილების კვნეტა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

კანადელმა მეცნიერებმა 1000 5-დან 9 წლამდე ბავშვი გამოიკვლიეს. მათ, ვინც ფრჩხილებს იკვნეტდა, ასთმა არ უვითარდებოდათ, არც ალერგია ჰქონდათ და უფრო ძლიერი იმუნური სისტემით გამოირჩეოდნენ.

ექიმის სიახლოვეს სისხლის წნევა შეიძლება გაიზარდოს

მოსახლეობის 20%-ს სპეციალური სინდრომი აქვს, მათ შინაგანად ექიმი აფრთხობთ და სისხლის წნევაც იზრდება. შეიძლება ისინი სავსებით მშვიდად იყვნენ და ამ შიშს ვერც აანალიზებდნენ, მაგრამ რეაქცია მიმდინარეობდეს.

მუშტების მიჭახუნება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელის ჩამორთმევა

დიდ ბრიტანეთში დაამტკიცეს, რომ ხელის ჩამორთმევისას 40%-ით მეტი ბაქტერია გადადის, ვიდრე მუშტების შეხებით.

პიცა უფრო ჯანსაღი საუზმეა ვიდრე ფაფა

ბევრი ადამიანი ამ ფაქტს არალოგიკურად ჩათვლის, მაგრამ პიცაში შემავალი ნივთიერებები უფრო ჯანსაღად და სავსედ გაგრძნობინებთ თავს დღის ხნის მანძილზე, ვიდრე მარცვლეულის ფაფა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: