მთავარი რჩევები მარტივი სავარჯიშო, რომელიც ჩამოშვებულ ცხიმს 3 კვირაში მოგაშორებთ

მარტივი სავარჯიშო, რომელიც ჩამოშვებულ ცხიმს 3 კვირაში მოგაშორებთ

by Keti

თუ ცდილობთ ცხიმის მოშორებას, მაგრამ ვარჯიშისთვის დრო არ გაქვთ, თქვენთვის ერთი იაპონური მეთოდი შევარჩიეთ! ეს ეფექტური და სწრაფი ვარჯიში იაპონელი წონის კლების სპეციალისტის მიერაა შემუშავებული. ის უკვე დამჭკნარ და მოშვებულ ცხიმსაც მოგაშორებთ ყველაზე პრობლემური ადგილებიდანაც, ეს კი მხოლოდ 3 კვირაში. ის ჭიმავს ზურგს და მუცლის კუნთებს და ორიენტირებულია ცხიმის სწრაფად დაწვაზე.

გთავაზობთ ვარჯიშის ეტაპობრივ ინსტრუქციას, რომლის შესრულების შემდეგაც იქნებით მოდუნებული და ბედნიერი თქვენს ფიზიკურ სხეულთან ერთად.

ნაბიჯი 1: დაწყება

გახურდით ვარჯიშამდე, ეს იდეა ყოველთვის გამოგადგებათ. გაიჭიმეთ ან გააკეთეთ შეხტომები, რათა შემდგომ ფეხის ტკივილმა არ შეგაწუხოთ.

ნაბიჯი 2: მომზადება

დაიდეთ ხელები თეძოებზე ბალანსის შესანარჩუნებლად, კარგად დააშორეთ ფეხები ერთმანეთს. ფეხის ტერფები საპირისპირო მხარეს უნდა იყურებოდნენ.

ნაბიჯი 3: მოიხარეთ

მოათავსეთ ხელები მუხლებზე და მოიხარეთ. ახლა უკვე იგრძნობთ კუნთების დაჭიმვას. დაიმახსოვრეთ, ყოველი მოძრაიბა ნელი და ზუსტი უნდა იყოს, დაჭიმულობას ყველა კუნთში უნდა გრძნობდეთ.

ნაბიჯი 4: როტაცია

ამ მოძრაობით ვარჯიში კულმინაციამდე მიდის. დაიხარეთ წინ, გასწიეთ მარჯვენა მხარი მარცხნივ და შესწიეთ შიგნით. მარცხენა მხარი კი უკან გასწიეთ. უნდა იგრძნოთ თეძოების, მაჯებისა და ზურგის კუნთების დაჭიმვა. გაჩერდით ამ პოზაში 3 წამი და დაუბრუნდით წინა მდგომარეობას.

ნაბიჯი 5: სუნთქვითი ციკლი

ამ პოზიციაში გააკეთეთ ერთი სუნთქვითი ციკლი და რამდენიმე წამი შეისვენეთ.

ნაბიჯი 6: გამეორება

გაიმეორეთ ნაბიჯი 4 საპირისპირო მხარეს. მარცხენა მხარი გასწიეთ მარჯვნივ, მარჯვენა მხარი კი უკან წაიღეთ. ეს ვარჯიში გაზრდის თქვენს მოქნილობას და ზურგს შესამჩნევ სიმსუბუქეს მოჰგვრის. გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.

გააკეთეთ ორივე მხარეს ათჯერ, ეს საუკეთესო შედეგს მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის ეფექტი სწრაფად მუშაობს სწორ კვებათან ერთად.

თქვენ თუ იცნობთ რაიმე ცხიმისმწველ ვარჯიშს? მოგვიყევით კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: