მთავარი ჯანმრთელობა ამ 6 პრობლემას ის ადამიანები აწყდებიან, ვისაც 8 საათზე მეტი სძინავთ

ამ 6 პრობლემას ის ადამიანები აწყდებიან, ვისაც 8 საათზე მეტი სძინავთ

by Keti

ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოყვარულებმა იციან, რომ 8 საათზე ნაკლები არ უნდა ეინოთ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამაზე დიდხანს ძილიც არ არის რეკომენდებული. 8 საათზე მეტხანს ძილმა შესაძლოა არანაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.

ჩვენ გეტყვით 6 მეცნიერულ მიზეზს თუ რატომ არ უნდა გეძინოთ ზედმეტად ბევრი.

6. ზედმეტი წონის პრობლემა

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის მოკლე და გრძელი პერიოდები უკავშირდება დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარებას. ექიმები ირწმუნებიან, რომ ასეთ დროს გაცილებით ნაკლებს ვმოძრაობთ, ამიტომაც ვკრეფთ წონას. გვიან გაღვიძების შემდეგ ფიზიკური აქტივობებისთვის დრო აღარ გვრჩება.

5. დეპრესიული აშლილობები

ადამიანები, რომლებიც დეპრესიული განწყობით იტანჯებიან, უმეტესად, ძილის დარღვევებსაც განიცდიან. ხშირად კი დეპრესიის მქონე ადამიანებს მეტისმეტად დიდხანს სძინავთ. ხანგრძლივი ძილის შემდეგ გაღვიძება საერთოდ არ აბედნიერებს ადამიანს, ასე იკლებს სეროტონინის დონე და ადამიანი უფრო დაღლილი და ფრუსტრირებულია.

4. გულის დაავადებები

თუ დიდხანს გძინავთ, არამხოლოდ ძვირფას საათებს კარგავთ, არამეც გულსაც საფრთხეს უქმნით. დღესდღეობით გულის დაავადებები სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია, ხოლო 8 საათზე დიდხანს ძილი კი ამის შანსებს 34%ით ზრდის.

კვლევების მიხედვით, ქალებს უფრო მეტი სძინავთ მამაკაცებთან შედარებით.

3. თავის ტკივილი

ძილის ნაკლებობა იწვევს თავის ტკივილს, თუმცა ამის მიზეზი ზედმეტი ძილიც არის. თუ დასვენების დღეებში ძალიან დიდხანს გვეძინება, საშინელი თავის ტკივილი შეგვაწუხებს.

ზედმეტი ძილი ნეიროტრანსმიტერებზე მოქმედებს და დაბლა სწევს სეროტონინის დონეს.

2. მეხსიერების პრობლემები

ხანგრძლივი ძილი ტვინზეც მოქმედებს და მის მუშაობას ზოგჯერ მკვეთრად აფერხებს. თუ ღამე ხშირად გეღვიძებათ, შესაძლოა საკმარისად ღრმა ძილით არ გძინავთ და ამიტომაც იღვიძებთ. შედეგად ამის ანაზღაურება ძილის ხელოვნურად გაგრძელებით ხდება.

ეს ცუდად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე, კონცენტრაციის უნარზე და მეხსიერებაზე.

1. ინსომნია

ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ინსომნიას ხშირად არაჯანსაღი ჩვევები იწვევს, მათ შორის, ძილთან დაკავშირებულიც. მაგალითად, თუ გვიანობამდე ხართ კომპიუტერთან და მეორე დღით დიდხანს ძილი გაქვთ გადაწყვეტილი, შესაძლოა, ეს იმედი გაგიცრუვდეთ, რადგან ტვინის უჯრედები მაინც აღგზნებული დარჩება. ამ პრობლემას სხეული 2 დღეში აღიქვამს და დიდი შანსია ძილთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყოს.

როგორ ვიძინოთ ნაკლებად და უკეთესად?

თუ გსურთ ორგანიზმი სრულად აღდგეს 7-8 საათში, სცადეთ ჯანსაღი ძილის ეს წესები:

  • მიირთვით ჯანსაღი საკვები.
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება.
  • ივარჯიშეთ.
  • გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს.
  • არ მოიხმაროთ საღამოს კოფეინის შემცველი სასმელი და დიდი პორციის მქონე საკვები.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი წყნარი, ბნელი და დამამშვიდებელია.

თქვენ რამდენი საათი გძინავთ ღამე? საკმარისია ეს თქვენთვის? მოგვიყევით კომენტარებში!