მთავარი სილამაზე თუ გსურთ გრძელი და ლამაზი წამწამები გქონდეთ, წაისვით ეს 3-4 კვირის განმავლობაში.

თუ გსურთ გრძელი და ლამაზი წამწამები გქონდეთ, წაისვით ეს 3-4 კვირის განმავლობაში.

by Keti

ალოეს გამოყენება წამწამების ზრდისთვის ბევრს უკვირს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი საშუალებები გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე რეკლამირებული პროდუქტი.

ალოეს გამოყენება დამოუკიდებლად ან წამწამების სხვა საშუალებებში შერევით შეგიძლიათ. ეფექტს 3-4 კვირის შემდეგ დაელოდეთ. ზოგი საშუალება შეგიძლიათ წარბების გასასქელებლადაც გამოიყენოთ.

დავარცხნა სიგრძისა და სიხშირისთვის

სხვადასხვა ჭუჭყის მოსაშორებლად, რომელიც ფორებს ეცობა, წამწამები დაივარცხნეთ რეგულარულად. ეს მარტივი მეთოდია სისხლის დინების სტიმულაციისთვის და გააჯანსაღებს თმის ფოლიკულებს.

აიღეთ ჩვეულებრივი წამწამების ჯაგრისი, წაუსვით ცოტა ვიტამინი E ან ვიტამინური ზეთი. ნელა დაივარცხნეთ თმა ძირებიდან, გაიმეორეთ დღეში 2ჯერ.

მასაჟი კვლავ ერთი საუკეთესო საშუალებაა წამწამებისთვის. შის ზეთი წაისვით წამწამებზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2 წუთი. ჩაატარეთ სეანსები დღეში 2ჯერ, რამდენიმე თვით.

წამწამების ზრდის 4 საშუალება

  1. ალოეს წვენში ჩაასველეთ ბამბის ჩხირი და წაისვით წამწამის მთელ სიგრძეზე. გაიმეორეთ 2 თვე.
  2. შეურიეთ 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი, E ვიტამინის კაფსულა და 1 ფოთოლი ალოეს წვენი. გელი წაისვით დილა-საღამოს წამწამის ზრდის მიმართულებით – 1 თვე.
  3. დააქუცმაცეთ ოხრახუშის რამდენიმე ტოტი და შეურიეთ 1/3 ჩაის კოვზ ალოეს წვენს. მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით წაისვით ნარევი ზედა წამწამებზე 5 წუთით. ჩამოიბანეთ.
  4. შეურიეთ ალოეს წვენის, აბუსალათინის ზეთისა და ვიტამინ A-ს რამდენიმე წვეთი. ეს იდეალურად უხდება წარბებსა და წამწამებს. წაისვით ყოველ საღამოს და 3 კვირის შემდეგ შედეგს ნახავთ.

ალოე ვერას წვენი შედის სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში, თუმცა არ ვიცით, რა პროცენტითაა ის წარმოდგენილი. ამიტომ გაცილებით სასარგებლოა შინაური ნარევების გამოყენება. ასე დარწმუნებული იქნებით უსაფრთხოებაში და თან გაცილებით ეფექტურია.

გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სილამაზის ეს შესანიშნავი აღმოჩენა!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: