მთავარი რჩევები პირველი დახმარება კრაზანის კბენის დროს

პირველი დახმარება კრაზანის კბენის დროს

by Keti

მწიფე და ტკბილი ხილის გარშემო ,,მორიგეობენ” აგრესიული კრაზანები. მათი კბენა ბევრ პრობლემას იწვევს. ხშირად ვერ ვაფასებთ მათი ნაკბენის მოსალოდნელ გართულებებს და საფრთხეს ვუქმნით ჩვენს სიცოცხლეს.

რა გავაკეთოთ, თუ კრაზანამ გვიკბინა

კრაზანისა და ფუტკრის კბენისას შეგრძნებები მსგავსია – ტკივილი და წვა. ნაკბენი ადგილი წითლდება და სივდება. სახეზე კბენის შემთხვევაში შესიება შეიძლება 2 დღე-ღამეც კი დარჩეს, ხოლო ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, საქმე უფრო უარესადაა.

ერთეული კბენის დროს უნდა დაათვალიეროთ დაზიანებული ადგილი. თუ ფუტკრის ნაკბენია, ნესტარს აღმოაჩენთ და მისგან უნდა გათავისუფლდეთ.

ნესტარის ამოღებამდე ნაკბენი ადგილი წყლით მოიბანეთ, შემდეგ გაუკეთეთ გამოსაყენებელ ინსტრუმენტსა და ჭრილობას დეზინფიცირება, დაიდეთ ცივი კომპრესი. ალერგიის შემთხვევაში მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება და დალიეთ ცხელი ტკბილი ჩაი.

თუ კრაზანამ გიკბინათ, პირველ რიგში მწერი გააგდეთ და შემდეგ დაიმუშავეთ ჭრილობა. თუ რამდენიმე ნაკბენია, შეიძლება ზოგადი ტოქსიკური რეაქცია დაიწყოს, ამიტომ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ ნაკბენი გაქვთ ტუჩზე, ენაზე ამ ხახაზე, რადგან შეშუპებამ შესაძლოა სუნთქვის პრობლემა შექმნას.

ალერგიის მქონეებს ფუტკრის ან კრაზანის კბენის დროს ეწყებათ თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, წნევის მკვეთრი დაქვეითება (ანაფილაქსური შოკი) და გონების დაკარგვა.

ნაკბენი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში. სამედიცინო დახმარების გამოძახების გარდა ბავშვს უნდა მისცეთ ბევრი სითხე, რათა ტოქსინები გამოიყოს. 3 წლამდე ბავშვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მწერები ცხოვრების მიზნად არ ისახავენ ჩვენს კბენას, ისინი თავს მაშინ გვესხმიან, როცა უწევთ თავდაცვა.

მკვეთრი მოძრაობებიც, მათ შორის, ხელის ქნევა მწერისთვის თავდასხმად აღიქმება და მათ კბენის სურვილს უჩენთ. ისინი ასევე ვერ იტანენ მკვეთრ სუნებს, ამიტომ ბუნებაში გასვლამდე სურნელოვან კოსმეტიკას ნუ გამოიყენებთ.

სხვათაშორის, ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, ავადმყოფებს ფუტკრით კბენას უნიშნავდა.

თქვენთვის უკბენიათ მწერებს? მოგვიყევით როგორ ებრძოდით მათი თავდასხმის შედეგებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: