მთავარი ჯანმრთელობა კეფირის კოქტეილის 3 რეცეპტი: იდეალური სასმელი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

კეფირის კოქტეილის 3 რეცეპტი: იდეალური სასმელი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის

by Keti

ყველამ ვიცით კეფირის სარგებლიანობაზე. მასში შემავალი მიკროელემენტები ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს აღადგენს. თუ კეფირს სხვადასხვა ინგრედიენტს დავამატებთ, ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.

გთავაზობთ კეფირის კოქტეილის 3 შესანიშნავ რეცეპტს ჯანმრთელობის განსამტკიცებლად.

კეფირის კოქტეილი სანელებლებით

ინგრედიენტები

  • 200 მლ კეფირი
  • მწიკვი დაფქული იმბირი და დარიჩინი
  • მწიკვი წითელი წიწაკა
  • 2 ს.კ. მინერალური წყალი

მომზადება

  1. შეურიეთ ყველაფერი და კარგად აურიეთ.
  2. დადგით რამდენიმე ხნით. სასმელი მზად არის!

კეფირის კოქტეილი თაფლით

სვით ეს სასმელი დღეში 3ჯერ, თითო ჭიქა. ერთ კვირაში 2-4 კილოს დაიკლებთ. თან არ დაგავიწყდეთ რეგულარული ვარჯიში და მიირთვით უცხიმო საკვები.

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. დაფქული იმბირი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. ადუღებული წყალი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1 ნაჭერი ლიმონი
  • 200 მლ კეფირი

მომზადება

  1. შეურიეთ დაფქული იმბირი და თაფლი ადუღებულ წყალს.
  2. დაამატეთ დარიჩინი და ლიმონი.
  3. განაზავეთ მასა კეფირით.

მადის დამაქვეითებელი სასმელი

ინგრედიენტები

  • 5 საშუალო გაფცქვნილი ვაშლი
  • 300 მლ უცხიმო კეფირი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადება

  1. გახეხეთ ვაშლი.
  2. შეურიეთ ის კეფირს.
  3. დაამატეთ დარიჩინი, კვლავ აურიეთ.

ეს მარტივი და ეფექტური რეცეპტები ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ, დააჩქარებს მეტაბოლიზმს და დაიკლებთ წონაში.

იზრუნეთ მეგობრებზე და გაუზიარეთ მათ ეს სამკურნალო რეცეპტები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: