მთავარი ჯანმრთელობა ეს მეცნიერული აღმოჩენები ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ჯანმრთელი ცხოვრება სურს

ეს მეცნიერული აღმოჩენები ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ჯანმრთელი ცხოვრება სურს

by guramus
1. ბრმა ნაწლავის ოპერაციამ შესაძლოა პარკინსონის დაავადება გამოიწვიოს

კლივლენდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გააანალიზეს სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაცია 62 მილიონზე მეტი პაციენტის შესახებ. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ ბრმა ნაწლავის ოპერაცია, სამჯერ უფრო ხშირად ემართებოდათ პარკინსონის დაავადება. ექიმებმა ზუსტი მიზეზი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა აშკარაა რომ ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არსებობს.

თქვენი ჭამის გრაფიკი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიური გრაფიკი

ექიმებმა დაზუსტებით იციან რომ ღამით მუშაობა ცირკადიული რითმის ქრონიკულ დარღვევას იწვევს, რაც დიდად ზრდის კარდიოვასკულარული დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს. მანჩესტერისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტებმა აღმოაჩინეს რომ ადამიანი იგივე პრობლემებს არასწორი კვების გრაფიკის გამოც შეიძლება წააწყდეს: ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი მისთვის არაორდინალურ დროს ჭამს. თუკი თქვენ არაორდინალური გრაფიკით შეჭამთ ყოველთვის, თქვენს ორგანიზმს გაუჭირდება დღისა და ღამის დროების გარჩევა.

ყოველთვის წელში გამართული ჯდომა სასურველი არ არის

გავრცელებული აზრია ის, რომ ჯდომისას ყოველთვის წელი გამართული უნდა იყოს. თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ეს იდეა მცდარია. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული მტკიცებულება იყო ის, რომ მოხრილ მდგომარეობაში ჯდომისას ხერხემალზე უარყოფითი ზეწოლა ზიანს აყენებდა მას. თუმცა მეცნიერებმა და ფიზიოთერაპერტებმა საკუთარი გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რო ოდნავ მოხრილი წელით ჯდომა იმათთვის შეიძლება უკეთესიც კი იყოს, ვისაც დაბლითა ზურგის ნაწილის ტკივილები აწუხებთ. ასევე ჩაჩოჩებული ჯდომა აღსანიშნავია რომ ხერხემალსა და ფეხებზე ზეწოლას მნიშვნელოვნად ამცირებს და მათ დასვენებას უწყობს ხელს.

ვარჯიში დილას უფრო სასარგებლოა

ახალმა კვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა დაემტკიცებინათ ის, რო დილაობით სპორტული აქტივობებით დაკავება უფრო ეფექტურია, ვიდრე საღამოს. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებით დადგინდა, ჩვენი უჯრედები დილაობით უფრო მეტ ჟანგბადს შეიწოვენ და ამით მეტაბოლიზმურ პროცესებს ააქტიურებენ ორგანიზმში. ამის შესაბამისად, დილაობით ვარჯიში უკეთესია თქვენი მეტაბოლიზმისათვის, რის გამოც ეს ასევე უკეთესია თქვენი ვარჯიშისათვის და წონაში დაკლების გეგმებისათვისაც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: