მთავარი ჯანმრთელობა მარტივი სამედიცინო ტესტები, რომლითაც საკუთარი ხელით შეიმოწმებთ ჯანმრთელობას

მარტივი სამედიცინო ტესტები, რომლითაც საკუთარი ხელით შეიმოწმებთ ჯანმრთელობას

by guramus
ანემია

ამ ტესტის ჩატარება სახლის პირობებში ძალიან მარტივად და სრულიად უმტკივნეულოდაა შესაძლებელი, რაც ექიმთან მისვლის დროს ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაგაზოგინებთ. დადექით სარკის წინ და თითით ჩამოიწიეთ თქვენი დაბლითა ქუთუთო დაბლა. თუკი მისი ფერი ვარდისფერია, ესეიგი ყველაფერი რიგზეა.

თუმცა, თუკი ანემია გაქვთ, მისი ფერი მკრთალი ვარდისფერი ან მოყვითალო იქნება. ანემიას იწვევს ჰემოგლობინის ნაკლებობა, რაც იმას ნიშნავს რომ კუნთები და უჯრედები ორგანიზმში საკმარის ჟანგბადს ვერ იღებენ და 100 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობა არ შეუძლიათ. თუკი შეატყობთ რომ ფერმკრთალი ხართ, მალე იღლებით ან მძიმეთ სუნთქავთ, ჯობია ექიმს ესტუმროთ.

ჰორმონალური დისბალანსი და მიკროელემენტების ნაკლებობა

თმის დაკარგვა ნატურალური პროცესია. ექიმების თქმით, ჩვენ 50-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ დღეში. ამაში სანერვიულო არაფერია. თუმცა, თუკი გვინდა გავიგოთ თუ როდის გვაქვს სანერვიულოდ საქმე, ამისათვის მარტივი ტესტის ჩატარება შეგიძლიათ:

  • თქვენი თმა მშრალი და სუფთა უნდა იყოს. აიღეთ თმის მცირე გროვა და მოქაჩეთ. ნუ დაატანთ დიდ ძალას. თუკი ხელში 2-3 ღერი თმა შეგრჩებათ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუკი უფრო მეტ ღერს აღმოაჩენთ თქვენს ხელში, მაშინ ჯობია სპეციალისტს მიაკითხოთ.

შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ კარგავენ ადამიანები თმებს: სტრესი, ცუდი ჰიგიენა ან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. თმის ღერები ხშირ შემთხვევაში თხელდება ჰორმონალური დისბალანსის ან ნუტრიენტების ნაკლებობის გამო. ეს სიმპტომი არ უნდა დააიგნოროთ.

დიაბეტი

ამ ტესტის ჩასატარებლად დახმარება დაგჭირდებათ. თხოვეთ თქვენს პარტნიორს აიღოს საშლელიანი ფანქარი. უთხარით მას რომ შეეხოს თქვენს ფეხს და თითებს ჯერ მახვილი პირით, შემდეგ კი საშლელის მხარით. შეგიძლიათ თუ არა შეხედვის გარეშე იმის გარჩევა, თუ ფანქრის რომელი ნაწილი გეხებათ ფეხზე?  თუკი შეხებას სრულად არ გრძნობთ, ეს იმის მიმანიშნებელია რომ ნერვული დაბოლოებები თქვენს ფეხში კარგად არ ფუნქციონირებს. დაბალი სენსიტიურობა დიაბეტის ნიშანი შეიძლება იყოს.

სმენა

ამ ტესტის ჩასატარებლად ჩუმი ოთახი დაგჭირდებათ. მიიტანეთ ხელი თქვენს ყურთან ახლოს და მოუხახუნეთ თითები ერთმანეთს. გესმით მათ მიერ გამოცემული ხმა? თუ კი, მაშინ წაიღეთ ხელი რაც შეიძლება შორს თქვენი ყურიდან და გაიმეორეთ იგივე მოქმედება. თუკი მათი ხახუნის ხმა ისევ გესმით, მაშინ გილოცავთ, თქვენი სმენა კარგ მდგომარეობაშია. არ დაგავიწყდეთ იგივეს გამეორება მეორე ყურის შემთხვევაშიც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: