6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

1. The Professor and the Madman (2018)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

ფილმი ინგლისურ გარემოშია გადაღებული და მეცხრამეტე საუკუნეზე მოგვითხრობს. ოქსფორდის პროფესორი ჯეიმს მიურეი ინგლისური ენის პირველ ლექსიკონს წერს. მის დასახმარებლად ყველაზე მოულოდნელი ასისტენტი მოდის – მენტალური ინსტიტუტის პაციენტი, რომელიც მკვლელობაშია დადანაშაულებული. მთავარ როლებს შონ პენი, მელ გიბსონი და ნატალი დორმერი ასრულებენ.

2. Hotel Mumbai (2018)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

ეს ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძNებული. სცენარი 2008 წელს ინდოეთში მომხდარი ტერორისტული შეტევების ისტორიას ეფუძნება. მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ტერორისტები არიან განლაგებული და მატარებლის სადგურში სროლას და კაფეში აფეთქებას აწყობენ. მათ სურთ ხალხში პანიკა გამოიწვიონ, თუმცა ტერორისტების სამიზნე ყველაზე ძვირადღირებული და ერთი შეხედვით უსაფრთხო სასტუმრო ტაჯმაჰალია. დოკუმენტური კადრები ფილმს უფრო ისტორიულად ზუსტს ხდის.

3. Glass (2019)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

ამჯერად ჯეიმს მაკავოის, სემუელ ელ ჯექსონისა და ბრიუს უილისის პერსონაჟები ერთად არიან ფსიქიატრიულ კლინიკაში. როდესაც ადამიანი პიროვნული გაორების სინდრომით, თითქმის უძლეველი სუპერგმირი და ბოროტი გენიოსი ყველაზე სუსტი ძვლებით ერთ დახურულ სივრცეში იმყოფებიან, იქ ყველაფერი საკმაოდ შორს დგას მოწყენილობისგან. ნიჭერი რეჟისორისა და საინტერესო ფერების წყალობით, ეს ფილმი მართლაც შთამბეჭდავია.

4. The Guilty (2018)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

პოლიციელი ჰოლმი სამასხურიდან დროებითაა განთავისუფლებული და სასამართლოს განაჩენს ელოდება. ამ დროის განმავლობაში მას სამაგიდო საქმე აქვს დავალებული პოლიციის ოპერატორების ოფისში. ამჯერად იგი ცდილობს დაეხმაროს ქალს, რომელიც მისი ყოფილი ქმრის მიერაა გატაცებული. მათ ფრთხილად უნდა ისაუბრონ, რადგან გამტაცებელი ყოველთვის ახლოსაა და მან არაფერი არ უნდა შეამჩნიოს. სიტუაცია თითქმის რეალურ დროში ვითარდება: ყველაფერი ხდება ერთ ოთახში, ერთ საღამოს.

5. Greta (2018)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

ფილმი კლასიკურ თრილერის ისტორიაზე დაფუძნებული: ახალგაზრდა გოგო პატარა ქალაქიდან მახეში ხვდება, რადგან ერთი შეხედვით სანდომიანი მოხუცებული ქალბატონი მას ხაფანგში იტყუებს, შემდეგ კი იგი მანიაკი აღმოჩნდება. თუმცა ამ ისტორიაში, რომელიც კლიშე სცენარის მქონედ მოგეჩვენებათ, რეალურად ისეთი ფაზლია გასახსნელი, რომლის ამოხსნაც არცისე ადვილია.

6. Extremely Wicked, Shockingly Evil and Vile (2019)

6 ახალი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სისხლს ადრენალინით აგივსებთ

ზაკ ეფრონი ჩვეულ ფორმაშია: ქალებს თავს აყვარებს და თითქმის ქმარიც კი ხდება. იგი სახლის, მანქანისა და ძაღლის მფლობელი მოქალაქეა და ამავდროულად, სერიული მკვლელიც. ეს ისტორია რეალურ პიროვნებაზეა დაფუძნებული, რომლის სახელიცაა თეოდორ ბანდი და მან დანაშაული ამერიკის სხვადასხვა შტატში მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩაიდინა. თუმცა ამჯერად მის ისტორიას მისი საყვარელი ქალის თვალებით ვხედავთ, რომელსაც სერიული მკვლელი ძალიან უყვარს.

  კომენტარები