მთავარი რჩევები ტოპ საზაფხულო დიეტა: წონის კლება სიცხეში უფრო მარტივია.

ტოპ საზაფხულო დიეტა: წონის კლება სიცხეში უფრო მარტივია.

by Keti

წონაში კლება ზაფხულში გაცილებით მარტივია, სიცხე ახშობს მადას, ხოლო სანაპიროზე ლამაზად გამოჩენის სურვილი გახდომის მოტივაციას გვმატებს. ახალი სეზონური პროდუქტები ხელს უწყობს ორგანიზმის წესრიგში მოყვანას და ვიტამინებით მომარაგებას.

თუმცა დიდი იმედები ხილზე არ დაამყაროთ, რადგან გვერდებზე ისინიც გროვდება. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა გახდეთ ზაფხულში მოკლე დროში. გთავაზობთ 7 დღიან დიეტას, რომლის შედეგად 5-7 კგ-ს დაიკლებთ, თუკი ფიზიკურ აქტივობასაც დაუმატებთ.

დღე 1 – ბოსტნეული

ბოსტნეული 5 მიღებაზე გაყავით, უმეტესი მიირთვით სადილზე. ეს შეიძლება იყოს კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ბულგარული და სხვა უსახამებლო ბოსტნეული. სალათის გაკეთების შემთხვევაში მოასხით მას ზეითუნის ზეთი.

დღე 2 – ხილი

გაყავით ახალი ხილი საკვების ჯერებად. თუ ძალიან მოგშივდათ, მიიღეთ 1 ჭიქა კეფირი. საღამოს სჯობს ციტრუსი მიიღოთ. 4 საათის შემდეგ არ ჭამოთ ბანანი, ატამი და ყურძენი.

დღე 3 – კენკრა

მიირთვით ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, ბალი მთელი დღე. სვით ბევრი სუფთა წყალი.

დღე 4 – რძემჟავა პროდუქტები

მთელი დღე იკვებეთ კეფირით, იოგურტით, მაწვნით. თუ მოგშივდათ, მიირთვით ხაჭო არაჟნით.

დღე 5 – ბოსტნეული

გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ. თუ გსურთ დაამატეთ ცოტა კანიანად მოხარშული კარტოფილი.

დღე 6 – კენკრა

გაიმეორეთ მესამე დღის მენიუ.

დღე 7 – წვენი

ეს განტვირთვის დღეა. მიირთვით მთელი დღე ახალგამოწურული წვენები: ვაშლის, ფორთოხლის, ჭარხლის, სტაფილოს…

გაითვალისწინეთ, რომ დიეტების დროს ორგანიზმის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, კუჭის მჟავიანობა. ამ შემთხვევაში ეს დიეტა უკუნაჩვენებია. არ დაიცვათ დიეტა 7 დღეზე მეტხანს. დიეტის დროს არ დაკავდეთ ინტენსიური ძალოვანი ვარჯიშით.

გაუზიარეთ გემრიელი და ფერადი დიეტა თქვენს მეგობრებს!