მთავარი რჩევები 7 შეცდომა სამზარეულოში, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესების ფასად დაგიჯდეთ

7 შეცდომა სამზარეულოში, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესების ფასად დაგიჯდეთ

by Keti

ყოველი დიასახლისისთვის სამზარეულო არის ადგილი, სადაც ის თავის ტალანტს ამჟღავნებს, სამეფო, სადაც მხოლოდ მისი კანონები მოქმედებს. თუმცა ხშირად მომზადების, შენახვის პროდუქტების განცალკევების წესები ჰიგიენის ნორმებს არ შეესაბამება. შეამოწმეთ თქვენც თუ უშვებთ მსგავს შეცდომებს.

1. ერთი სამუშაო დაფა ყველა პროდუქტისთვის

სასურველია, მინიმუმ 2 სამუშაო დაფა გქონდეთ: ბოსტნეულისა და ხილისთვის და ხორცისთვის. ხორცის ბაქტერიები ხშირად ბოლომდე არ ირეცხება და შესაძლოა სხვა კერძში მოხვდეს. უპირატესობა პლასტიკურ დაფებს მიანიჭეთ, რადგან ისინი უფრო იოლად ირეცხება, ვიდრე ხის.

2. უმი კერძის ან ცომის გასინჯვა

ეს კატეგორიულად აკრძალული. მასში ხშირად ბევრი ინფექციაა, რაც საკვებისმიოერ მოწამვლას იწვევს. მაგალითად, ფქვილში, რომელშიც ცომია მოზელილი, შესაძლოა იმალებოდეს ნაწლავის ჭია.

3. ხელების დაუბანებლობა

სხვადასხვა პროდუქტთან მუშაობისას საჭიროა ყოველი ეტაპის წინ ხელების დაბანა თბილი წყლითა და საპნით.

4. ხორცის გადნობა პირდაპირ მაგიდაზე ან წყალში

ბაქტერიები მრავლდება 4-60 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ამიტომ ხორცის გადნობა მაცივარში ან მიკროტალღურში სჯობს. სჯობს, ეს ხორცი არ გარეცხოთ და შეაშროთ მშრალი ქაღალდის ხელსახოცით, რადგან, როგორც წესი, უკვე გარეცხილ ხორცს ყინავენ. გარეცხვის შემდეგ კი საშიში ბაქტერიები შეიძლება ნიჟარაში გავრცელდეს.

5. გასინჯვა, გაფუჭებულია თუ არა საჭმელი

თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, რომ პროდუქტი გაფუჭებულია, სჯობს, მაშინვე გადააგდოთ და არ გამოსცადოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოები გამძლეობაზე.

6. მაცივარში შედგმამდე საჭმლის დიდი ხნით გაციება

პათოგენური ბაქტერიების გავრცელების ტემპერატურა უკვე იცით. ცხელი საჭმელი უმაცივროდ უნდა იყოს არაუმეტეს 1-2 საათისა, თორემ შეეცვლება გემო და შეიძლება საკვებისმიერი მოწამვლაც მოხდეს. პიკნიკებისას გამოიყენეთ გადასატანი მაცივარი.

7. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის იშვიათად გამოცვლა

ეს ყველაზე ბინძური საგანია სამზარეულოში, რომელზეც დიდხანს გროვდება ბაქტერიები. არ დაგეზაროთ მათი დეზინფიცირება 2 დღეში ერთხელ მაინც ან გამოცვლა 2 კვირაში ერთხელ.

თქვენ უკვე იცით, სამზარეულოში ქცევის ძირითადი წესები. სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საკვებ პროდუქტებს უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან მათ ჩვენს ჯანმრთელობაზე შეუძლიათ ეფექტის მოხდენა.

მოგვიყევით თქვენი წესების შესახებ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: