მთავარი საკითხავი ამ მარტივი ხერხებით მკერდის არედან ნაოჭებს ადვილად გაიქრობთ

ამ მარტივი ხერხებით მკერდის არედან ნაოჭებს ადვილად გაიქრობთ

by guramus
გამოიმუშავეთ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ძილის ჩვევა

რომელიმე მხარზე ან მუცელზე წოლა თქვენი კანის მოკეცვას იწვევს, რაც ერთ–ერთი მიზეზია ყელის არეში ნაოჭების გაჩენის. ამის თავიდან ასაცილებლად, დაიძინეთ ზურგზე წოლით და აქციეთ ეს ჩვევად. საკუთარი თავის გასაწვრთნელად შეგიძლიათ მუხლების ქვეშ ბალიში ამოიდოთ, რათა ის დაგეხმაროთ ერთ პოზიციაში გაჩერებაში. ეს ასევე მკერდის ნატურალური ფორმების შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

დაასვენეთ თქვენი მკერდის არე მარტივი ნიღბით

მოდუნდით და განიტვირთეთ კანის ზედაპირი გამაჯანსაღებელი ნიღბით, რომელსაც მარტივად ალოე ვერასგან დაამზადებთ. მოჭერით ისი ერთი სქელი ნაჭერი და მოაცალეთ ირგვლივ კანი, შემდეგ კი მისი შუაგულის გელი წაისვით მკერდზე 20 წუთით. ეს ნაერთი თქვენს კანს ნატურალური ტენიანობის დაბრუნებაში ეხმარება და აღარ აძლევს მას საშუალებას ადვილად გამოიფიტოს და გატყდეს ზედაპირზე. ეს თქვენ კანზე ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს და კანის ბზინვარებასაც იწვევს.

ნუ მიისხავთ ცხელი შხაპის წყალს პირდაპირ მკერდზე

ეს ძალიან ცუდი იდეაა, რადგან მაღალი ტემპერატურის მქონე წყალი თქვეს კანს ნატურალურ ზეთებს აშორებს და გამომშრალს ტოვებს, რაც ნაოჭების გაჩენის წინაპირობაა. წყლის პირდაპირ მკერდზე მისხმა ამ პროცესს დააჩქარებს. ამის მაგივრად, მიეცით წყალს იმის საშუალება, რომ ნატურალურად ჩამოედინოს თქვენს თავზე, მხრებზე, ზურგზე და ა.შ.

ჩაიცვით ზუსტად თქვენი ზომის ბიუსჰალტერი, რათა კანის მოკეცვას და ნაოჭების გაჩენას ხელი არ შეუწყოთ.

თუკი თქვენი მკერდი სწორ პოზიციაში ისვენებს და ნატურალურ სიმაღლეზეა განთავსებული ბიუსჰალტერის წყალობით, მკერდის არის კანი არ დაზიანდება ჩამოწელვითა და გრავიტაციის ეფექტებით. თქვენ ამით ასევე კანის ხახუნის ეფექტსაც მაქსიმალურად შეამცირებთ. ეს ნიშნავს უფრო ნაზ კანსა და ნაკლებად შესამჩნევ ნაოჭებს.

აჩუქეთ თქვენს კანს ჟანგბადი მარტივი მასაჟის წყალობით

მკერდის მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას ამ არეში, ავსებს კანს ჟანგბადით და დაბერების პროცესს ხელს უშლის გამოჩენაში. წაისვით რაიმე დამატენიანებელი მაზი თითებზე და წაისვით მკერდზე წრიული მოძრაობის საშუალებით. ფოკუსირდით ყელსა და მკერდს შორის არსებულ არეზე და ასევე მკერდის ირგვლივ წრიულ ზონაზე. ეს მარტივი პროცესია განსატვირთავად და ასევე კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის.

არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი მაზის წასმა თქვენი დეკოლტის ზონაში

დიდი ხნით მზეზე ყოფნა მის სხივებს კანში შეღწევის საშუალებას აძლევს. ეს სწრაფად აზიანებს მკერდის კანს, რადგან ის ძალიან სენსიტიურია და ეს საკმაოდ აჩქარებს ნაოჭების გაჩენის პროცესს. ამის თავიდან ასაცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალებები დეკოლტის არეში ისე, როგორც ამას სახეზე აკეთებთ.