მთავარი ჯანმრთელობა მეცნიერებმა ახსნეს თუ რა მოსდის თქვენს ორგანიზმს წონაში მომატების შემდეგ

მეცნიერებმა ახსნეს თუ რა მოსდის თქვენს ორგანიზმს წონაში მომატების შემდეგ

by guramus
1. თქვენი გემოს შეგრძნება სუსტდება და ზედმეტ ჭამას უწყობს ხელს

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენი წონაში მომატების მიზეზი ჩვენი საჭმლის ზედმეტად გემრიელი გემოა, თუმცა ეს მართალი არ არის. კვლევები ამტკიცებეს, რომ ჭარბწონიანობა ჩვენი გემოს შეგრძნების რეცეპტორებს 25 პროცენტით ასუსტებს. ეს ხალხს აიძულებს მიირთვან უფრო მეტი საჭმელი, რათა ძველებური დონის გემოს გამოცდილება მიიღონ საკუთარი ფავორიტი კერძებისგან.

უფრო მეტი ქოლესტეროლი გროვდება თქვენს სისხლში

თქვენს ორგანიზმს სჭირდება ქოლესტეროლი ჯანმრთელი უჯრედების ასაგებად, თუმცა დიდი ოდენობით ქოლესტეროლი გულის დაავადებების რისკს ზრდის. წონაში მატება აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს მეტი ქოლესტეროლი და ზრდის სისხლის ვენებში ცხიმოვანი დეპოზიტების გაჩენის რისკს. ეს თქვენს სისხლს მარტივად გადაადგილებაში უშლის ხელს და ამით გულს საკმარისი ჟანგბადის მიღება უჭირს, რაც ტვინის მიმართულებით სისხლის მიმოქცევას ასუსტებს. ასეთი სიტუაცია გულის შეტევის რისკს ზრდის.

შეიძლება ყოველდღიურად უფრო დეპრესიულად იგრძნოთ თავი

არ არსებობს ძლიერი კავშირი დეპრესიასა და წონის მატებას შორის, თუმცა წონაში მატებას ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა შეუძლია, რასაც დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. ეს განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში ხდება. კვლევების მიხედვით ჭარბწონიან ადამიანებს 55 პროცენტით უფრო დიდი შანსი აქვთ დეპრესიის გამოწვევის.

სუნთქვის პრობლემების გაჩენა

ზედმეტმა წონამ შეიძლება თქვენი სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს ძილში. ეს სინდრომი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ზედა საჰაერო ხაზი იბლოკება ძილის დროს და ჰაერის მიმოქცევა ძალიან სუსტდება ან ჩერდება ზოგ შემთხვევაში. ტვინი აგზავნის სიგნალს რომ გაგაღვიძოთ და ყოველი ასეთი გაღვიძება თქვენ ძილის საჭირო დოზის მიღების საშუალებას არ გაძლევთ. ეს ასევე წონაში მატების გამომწვევი მიზეზიცაა.

ზედმეტი კალორიები ცხიმად გარდაიქმნება

როდესაც თქვენ დღიური კალორიების ლიმიტს აჭარბებთ და ბევრს ჭამთ, კარბოჰიდრატები და ცხიმის მოლეკულები გარდაიქმნებიან ცხიმის გროვებად თქვენი ღვიძლის მიერ. ექსტრა კალორიები ორგანიზმში იწვევს ცხიმის შესანახი ზონების გაფართოებას და ამის გამო წონაში იმატებთ. ასეთ ადგილებში შენახული ცხიმების დასაწვავად თქვენ კალორიების დეფიციტის შექმნა გჭირდებათ.

სისხლის წნევა და შაქრის დონე იზრდება

კიდევ ერთი რამ, რასაც ზედმეტი წონა აკეთებს, დამატებითი სტრესის გამოწვევაა თქვენს გულზე ზეწოლით, რაც სისხლის მაღალ წნევას იწვევს. ეს ზრდის დემენტიისა და გულის შეტევის რისკებს. ასევე ზედმეტი წონა დიაბეტის საშიშროების წინაშეც გაყენებთ, რადგან ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი ინსულის იმ გზით იყენებს, რისთვისაც იგი განკუთვნილი არ არის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: