მთავარი რჩევები როგორ დავიძინოთ სწრაფად 10, 60 და 120 წამში

როგორ დავიძინოთ სწრაფად 10, 60 და 120 წამში

by guramus
10 წამი: ამ სამხედრო ტექნიკით, თქვენ ისიამოვნებთ თქვენი დღის ბოლო 10 წამით.

თუ ფსიქოლოგი ან ჯადოქარი არ გაგიკეთებთ ჰიპნოზს, შეუძლებელია ლოგინში დაწვეთ და ასე სწრაფად ჩაგეძინოთ, თუმცა გპირდებით რომ ამ სამხედრო მეთოდის ბოლო 10 წამი მართლაც შეძლებს ამის მოხერხებას. ცადეთ გამუდმებით და საკმარისი პრაქტიკით, მართლაც დარწმუნდებით ამაში:

  • დახუჭეთ თვალები, მიეცით მათ საშუალება მოდუნდნენ და დაისვენონ თქვენი თვალის ბუდეებში, მოადუნეთ მთელი სახე და ისუნთქეთ ღრმად, ნელი ტემპით.
  • მთლიანად მოადუნეთ და ჩამოუშვით ერთი მხარი და მკლავი თქვენი ტანის ერთ მხარეს. დაიწყეთ დომინანტი ხელის მხრიდან, შემდეგ კი გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.
  • მოადუნეთ მკერდი ღრმად სუნთქვის საშუალებით და ამოისუნთქეთ ნელნელა.
  • მოადუნეთ თქვენი ფეხები, ბარძაყები და ტერფები. დაიწყეთ აქაც დომინანტური მხარით.
  • არ იფიქროთ არაფერზე 10 წამის განმავლობაში.
  • არ გამოგივიდათ? ცადეთ არაფერზე ფიქრი თავიდან 10 წამით
  • მომავალ 10 წამში თქვენ უნდა ჩაგეძინოთ.

ეს მთლიანი ვარჯიში საშუალოდ 120 წამზე მეტს არ ითხოვს, თუმცა ნათქვამია რომ ბოლო 10 წამია მთავარი და ჩაძინებისათვის.

60 წამი: 4-7-8 ტექნიკა

ეს ტექნიკა სუნთქვის ვარჯიშია, რომელიც ექიმმა ენდრიუ ვეილმა ჩამოაყალიბა. ეს მეთოდი იოგის მსგავსად ადამიანებს საკუთარი რეაქციების კონტროლში ეხმარება სუნთქვის კონტროლის საშუალებით.

თუკი ამ ტექნიკაში ივარჯისებთ ყოველდღე, იგი უმოკლეს დროში დაგეხმარებათ განტვირთვაში, რაც გააადვილებს ჩაძინებას, 60 წამშიც კი. ტექნიკა ასეთია:

  • დააშორეთ ტუჩები ერთმანეთს და ამოისუნთქეთ მთლიანად პირიდან
  • დახურეთ ტუჩები და შეისუნთქეთ მთლიანად ცხვირით. ამის კეთების დროს დაითვალეთ ოთხამდე
  • შეიკავეთ ეს შესუნთქვა 7 წამის განმავლობაში და მოდუნდით
  • შემდეგ ამოისუნთქეთ მთლიანად ისე, რომ ხმა გამოსცეს ჰაერმა
120 წამი: ეცადეთ არ ჩაგეძინოთ

ამას პარადოქსული ინსომნიის მეთოდი ეწოდება, რაც შებრუნებული ფსიქოლოგიური ეფექტის სახელწოდებაა მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირთ. ეს მეთოდი გირჩევთ გამუდმებით იფიქროთ იმაზე, რომ არ ჩაგეძინოთ და უბრძანეთ თქვენს თავს, არ დაიძინოს. ეს ამცირებს ინსომნიით გამოწვეულ შფოთვას და ჩაძინების უარყოფით გამოწვეული დათრგუნვა უფრო სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ.

120 წამი: ეცადეთ გაგრილდეთ

მელატონინი ამცირებს თქვენი სხეულის ტემპერატურას ოდნავ მაშინ, როდესაც იძინებთ. ზაფხულის პერიოდში ან ზამთარშიც კი, თუკი თქვენი ორგანიზმი საკმარისად გაგრილებული არ არის, თქვენთვის რთულია ჩაძინება. ცადეთ ფანჯრის გაღება, უფრო თხელი სამოსის ჩაცმა და ასევე ნახევარი ჭიქა ცივი წყლის დალევა. ეს ჩაძინებას გაგიადვილებთ.