მთავარი რჩევები აი, როგორ ვებრძოლოთ სიცხეს და არ დავკარგოთ ცხოვრების რიტმი

აი, როგორ ვებრძოლოთ სიცხეს და არ დავკარგოთ ცხოვრების რიტმი

by Keti

მოვიდა ცხელი ზაფხული, სიმწვანე, ახალი ხილი და ბოსტნეული, ბუნებაში გასვლა… მაგრამ ამ მხიარულ დროს აფუჭებს სიცხე, რომელიც ბევრს ძალიან რთულად გადააქვს: ეწევათ წნევა, ეხვევათ თავბრუ, თავის ტკივილები აქვთ… ყველა თავისებურად ცდილობს სიცხესთან გამკლავებას – სვამენ ცივ წყალს, სხედან ვენტილატორთან. თუმცა ეს შვება დროებითია.

როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?

ცივი წყალი

ცივი წყალი წყურვილს არ კლავს, პირიქით, აძლიერებს მას. გარდა ამისა, ვერ გავთვლით მის რაოდენობას და ადვილი ხდება ყელის გაციება. ეს კი სიცხეს უფრო გააუარესებს. უტკბო ბურახი ან ჩაი უკეთ შეინარჩუნებს ორგანიზმში წყალს და გააუმჯობესებს თვითშეგრძნებას. ტკბილი გაზიანი სასმელები კი ზაფხულში საერთოდ არ უნდა დალიოთ.

მკვეთრი მოძრაობები

სიცხეში ორგანიზმი გაცილებით მეტ წყალს გამოყოფს, ამიტომ, ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ. ქუჩაში კი ჩრდილს შეეფარეთ. თუ გასვლა შუა დღით გიწევთ, შენობაში დაბრუნების შემდეგ არ დაგავიწყდეთ სახეზე, მაჯებზე, კოჭებზე ცივი წყლის შესხმა – აქ მდებარეობს ბიოლოგიურად აქტიური წერტილები.

ცივი ჩაი

არამაგარი ბალახის ან მწვანე ჩაი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, მხნეობისა და ფხიზელი გონების საწინდარი. გააკეთეთ ნაყენი, გააციეთ, ჩაასხით მასში ცოტა თაფლი, დაამატეთ ლიმონი და პიტნა, არანაირი შაქარი და კანფეტი.

სველი ცხვირსახოცი

ყველაზე მგრძნობიარე ზონა ტემპერატურის აღქმისას არის კისერი. აიღეთ ღია ფერის ცხვირსახოცი, დაასველეთ ცივ წყალში და დაიდეთ კისერზე. როცა ცხვირსახოცი გაშრება, კვლავ დაასველეთ. მოიქეცით მთელი დღე ასე და დაღლილობასაც ვერ იგრძნობთ.

შუადღის ძილი

ეს სასარგებლოა უფროსებისა და ბავშვებისთვისაც, შესვენება საჭიროა განსაკუთრებით ცხელ დღეებში. ამისთვის საჭირო არ არის დაგეგმილი საქმეების შეწყვეტა, ჩათვლიმეთ დივანზე ან სავარძელში 30 წუთით და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რომ მზის დარტყმა სახიფათოა ნებისმიერ ასაკში და შეიძლება სასიკვდილოც იყოს ადამიანისთვის. ატარეთ მზის ქუდი, სვით ბევრი წყალი და ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. დაიცავით ეს მარტივი წესები და ზაფხული ზღაპრად გადაგექცევათ.

თქვენ როგორ ებრძვით სიცხეს? მოგვიყევით საიდუმლოებები კომენტარებში, ეს რჩევები კი მეგობრებს გაუზიარეთ!