მთავარი ჯანმრთელობა 3 დღიანი დეტოქს დიეტა – მინუს 5 კილო გარანტირებულია

3 დღიანი დეტოქს დიეტა – მინუს 5 კილო გარანტირებულია

by Keti

ქალაქური ცხოვრების რეჟიმში ცუდად ვიკვებებით, ცოტა გვძინავს და მუდმივ სტრესში ვართ. ამის შედეგად თავს ცუდად ვგრძნობთ და დაღლილობას ვუჩივით. ამიტომ შიგდაშიგ განტვირთვის დღეები უნდა მოვაწყოთ.

დეტოქს დიეტა

ეს დიეტა ორგანიზმს ათავისუფლებს შლაკებისა და ტოქსინებისგან, შეშუპებისგან. პარალელურად ხდება წონაში კლება.

დეტოქს დიეტის დაცვამდე დარწმუნდით, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე პროდუქტზე.

დეტოქს დიეტის წესები

  1. დიეტისთვის უნდა მოემზადოთ თანდათანობით. საჭიროა ცხიმოვანი, მარილიანი და მწარე საკვების შემცირება რამდენიმე კვირით ადრე.
  2. მნიშვნელოვანია წყლის სმის რეჟიმის დაცვა: დღეში უნდა მიიღოთ არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი.
  3. ეფექტს გააძლიერებს მასაჟები, ცურვა.

4. დეტოქს დიეტა უნდა ჩაიტაროთ არაუხშირეს ერთხელ თვეში. ამ დროს რაციონიდან გამორიცხულია ალკოჰოლი, თამბაქო, ტკბილეული, ცხიმიანი საკვები.

5. დეტოქს დიეტა ყველა წამალს არ უხდება, ამოტომ დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

6. დიეტის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და სრულფასოვან ძილს.

დღე 1

საუზმე: 200 გ ფეტვის ფაფა , 1 ფინიკი, 15 გ გოგრის თესლი. მწვანე უშაქრო ჩაი.

სადილი: 250 გ სუფი ისპანახით, 100 გ ჭარხლის სალათა ქინძითა და ბროწეულის მარცვლებით, მოსხმული ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით. მწვანე ჩაი.

სამხარი: 150 მლ რძე 3 ს. კ. მზესუმზირას მარცვლებით და დაქუცმაცებული ნიგვზით, კარდამონითა და ვანილით. ეს ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერით. მანამდე დაამატეთ 150 მლ მდუღარე წყალი.

ვახშამი: 200 გ ბრინჯის ფაფა, 200 გ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. მწვანე ჩაი.

დღე 2

საუზმე: 1 გამომცხვარი ვაშლი შავი ქლიავითა და ნუშით, ჩაი.

სადილი: მსუბუქი სუფი ლობიოთი. 150 გ გამომცხვარი ბოსტნეული, ჩაი.

სამხარი: ნახევარი ავოკადო, წყალი.

ვახშამი: ომლეტი გამომცხვარი ბოსტნეულით. ჩაი.

დღე 3

საუზმე: 200 გ კინოა ბოსტნეულით. ჩაი.

სადილი: 200 გ ბოსტნეულის რაგუ ლობიოთი. 200 გ მოხარშული ინდაურის ფილე. ჩაი.

სამხარი: გახეხილი სტაფილო ჩაალბეთ რძეში 10 წუთით. შემდეგ მოთუშეთ ქოქოსის ზეთში შაფრანით, ნიგვზითა და სტევიათი.

ვახშამი: გოგრის სუფი, მოშუშული ხახვითა და მოხარშული კარტოფილით.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: