მთავარი სილამაზე 9 უცნაური ხერხი, რომლითაც ვარსკვლავებმა საოცრად დაიკლეს წონაში

9 უცნაური ხერხი, რომლითაც ვარსკვლავებმა საოცრად დაიკლეს წონაში

by guramus
Natalie Portman

წონის პრობლემების გარეშე ბალერინას როლის შესასრულებლად ნატალის კონკრეტული წონის ნორმები უნდა დაეცვა. მისი რეალური დიეტა პერსონაჟის მენიუსგან ძალიან არ განსხვავდებოდა: ნახევარი გრეიფრუტი, სტაფილო და ცოტა ნუში. თუმცა, ოსკარი ამად ღირს.

Beyoncé

ბიონსემ უარი თქვა მყარი საჭმლის შეჭმაზე ცნობილ ფილმში მონაწილეობის მისაღებად. 2 კვირის განმავლობაში იგი მხოლოდ ლიმონის წვენიან წყალს სვავდა და ნეკერჩხლის სიროპს აყოლებდა, ზოგჯერ კი ახალ ბოსტნეულსაც მიირთმევდა. შედეგი მართლაც გასაოცარი იყო, თუმცა ვარსკვლავმა აღიარა რომ ამ ექსპერიმენტის ჩატარებას ვეღარასდროს გაბედავს.

Matthew McConaughey

4 თვის განმავლობაში ვარსკვლავი ექსტრემალურად დაბალი რაოდენობის კალორიების დიეტაზე იყო, რის შედეგადაც 40 ფუნტი დაიკლო. მისი მენიუს ფუძეს დიდი ოდენობით სითხე და პროტეინები შეადგენდა, თუმცა მსახიობის თქმით ყველაზე რთული ასატანი მაინც ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

Reese Witherspoon

ამ ვარსკვლავმა პოპულარულ დიეტას მიმართა, რომელიც ბავშვის საკვებზე იყო დაფუძნებული, რათა ორსულობის შემდეგ ფორმა აღედგინა. საიდუმლო მარტივია: დათქვეფილი საჭმელი მარტივად მოსანელებელია, რა დროსაც პორციის ზომა ბევრის ჭამის საშუალებას არ მოგცემთ.

Christian Bale

ცნობილი ფილმისთვის ბეილს 60 ფუნტის დაკლება სჭირდებოდა 4 თვეში. მისი დიეტა დღეში 1 ტუნას კონსერვისა და ვაშლისგან შედგებოდა, რაც 300 კალორიას არ სცილდებოდა. მსახიობი ბევრ წყალს სვავდა, რათა შიმშილი არ ეგრძნო და ამით მიაღწია სასურველ შედეგს. თუმცა მან წონასთან ერთად კუნთებიც დაკარგა, სწორედ ამიტომ გამოიყურება ასე განსხვავებულად ამ როლში.

Madonna

ცნობილი ვარსკვლავი გამუდმებით ასე არ ცხოვრობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ ხერხს მიმართავს. მაშინ როდესაც სხვა ვარსკვლავები კალორიებს ითვლიან, იგი უბრალოდ საჭმლის სუნით კმაყოფილდება. იგი ამზადებს გემრიელ კერძებს, თუმცა მათ არ ჭამს და უბრალოდ სუნავს, რის დროსაც ამ არომატის ფონზე მხოლოდ მარილიან სუპს მიირთმევს.

Nicole Kidman

მშობიარობის შემდეგ ნიკოლს მკაცრ დიეტაზე ყოფნა მოუწია, რათა მომავალ პროექტებში მონაწილეობაში ხელი არ შეშლოდა. ეს დიეტა შეიცავდა ერთ მოხარშულ კვერცხს საუზმეზე, ერთს ლანჩზე და ორ ცალს ვახშამზე. ასეთი დიეტა არაჯანსაღი და დაუბალანსებელია, თუმცა მსახიობმა იმაზე უფრო მეტი დაიკლო, ვიდრე ამას ელოდა. შესაბამისად ამ დიეტის საბოლოო ვერდიქტი ასეთია: იგი მართლაც ეფექტურად და სწრაფად მუშაობს, თუმცა მის დაცვას დიდხანს სავარაუდოდ ვერავინ ვერ შეძლებს და ეს რეკომენდირებული არც არის წონაში დასაკლებად.