მთავარი ურთიერთობები სამი ფრაზა ნებისმიერი კრიტიკის მოსაგერიებლად

სამი ფრაზა ნებისმიერი კრიტიკის მოსაგერიებლად

by guramus

სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც გაგაკრიტიკებთ და დაგმობს თქვენს ქმედებებს. სამწუხაროდ, შეუძლებელია კტიტიკის მთლიანად აცილება, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ უსაფუძვლო კრიტიკას.

 თქვი “დიახ”

როდესაც ვინმე გამოწვევის წინაშე გვაყენებს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის რომ შევძლოთ ჩვენი ემოციების გაკონტროლება და გაცნობიერება, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

შეეცადე აღიქვა ყველაფერი სხვისი გადმოსახედიდან. როდესაც ადამიანი გაკრიტიკებთ, ის სანაცვლოდ ელის თქვენს რეაქციას – კტიტიკის მოგერიებას, ეს ადამიანის ბუნებაა. თუმცა, როდესაც ეს ადამიანი პასუხად მოისმენს “მადლობას” ნაცვლად აგრესიისა, ის აუცილებლად თავს “პოზიტიურად დაბნეულად” იგრძნობს.

 “მაგრამ…”

კრიტიკის დროს აუცილებელია დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თუმცა პოზიცია დაფუძნებული უნდა იყოს ობიექტურ ინფორმაციაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია რათა სიტუაცია გარშემომყოფებს დაანახოთ სხვა თვალით. თქვენი ოპონენტი ელოდება, რომ თქვენ სუბიექტური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყბეთ მასთან ბრძოლას და ამით შეეცდება სხვები დაარწმუნოს თქვენს სიცრუეში. რთულია, მაგრამ უნდა შეინარჩუნოთ ობიექტურობა.

“მოდი…”

როდესაც კრიტიკაც წავაწყდებით და დავაფისირებთ ჩვენს კარგად არგუმენტირებულ პოზიცას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას გავაკეთებთ შემდეგს. უნდა დავანახოტ სხვებს, რომ თქვენ უბრალოდ არ აღმართავთ ბარიკატებს მათი იდეებისა და მოსაზრებებისთვის. კარგი იქნება თუ შესთავაზებთ კონკრეტულ კონსტრუქციულ იდეებს.