მთავარი სილამაზე ვამზადებ კოსმეტიკურ ყინულს, ვისვამ სახეზე და მინუს 10 წელი ერთ საათში მეტყობა

ვამზადებ კოსმეტიკურ ყინულს, ვისვამ სახეზე და მინუს 10 წელი ერთ საათში მეტყობა

by Keti

ამბობენ, რომ სახის კანის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად, შეშუპების მოსახსნელად და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისთვის საჭიროა სპეციალური კოსმეტოლოგიური ჩარევა. თუმცა ეს ასე არ არის. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ დაგჭირდებათ, ის, რისი მომზადებაც სახლშიც შეიძლება – ეს კოსმეტიკური ყინულია. ყინულით დაბანა კანის მოვლის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ჩვევად მიიჩნევა.

პროცედურა უნდა გაიმეოროთ დილა-საღამოს, თუკი ცხიმიანი და პრობლემური კანი გაქვთ. ყინული აუმჯობესებს კანის ტონუსს და უფრო ელასტიურს ხდის მას. სპეციალისტების თქმით, ყველაზე მარტივი და ეფექტური ვარიანტია მინერალური წყლის გაყინვა. თუმცა სახისთვის ყინულის დამზადების სხვადასხვა ვერსია არსებობს.

როგორ დავიბანოთ ყინულით

როგორც ვახსენეთ, ყინულით პროცედურა უნდა გაიმეოროთ დილას და საღამოს. მოიშორეთ მაკიაჟი, დაიბანეთ სახე ბალახის ნახარშით და კარგად გაიწმინდეთ პირსახოცით. შემდეგ აიღეთ ყინული და დაიწყეთ.

პროცესი 5 წუთიანი უნდა იყოს. გაიწმინდეთ კანი მასაჟური მოძრაობებით. დააცადეთ კანს თავისით გაშრობა და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური ყინული

  1. 1 ს.კ. ცაცხვის ყვავილს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. გააციეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
  2. მწვანე ჩაის ფოთლებს დაასხით მდუღარე, დადგით 20 წუთი. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
  3. 1 ს.კ. ვარდის ფურცლებს დაასხით მდუღარე, დატოვეთ 30 წთ. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
  4. დაჭერით ოხრახუში, 4 ს.კ. მწვანილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე. დადგით 1 სთ. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
  5. დაასხით 2 ს.კ. შვიტას 2 ჭიქა წყალი, წამოადუღეთ, გადაწურეთ. გააციეთ, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
  6. დაჭერით კიტრი, ვაშლი, კივი, ფორთოხალი მცირე ნაწილებად. უბრალოდ გაყინეთ და გაიწმინდეთ სახე.

ყინულის კუბების სარგებლობა სახის კანისთვის ძალიან დიდია, გამოიყენეთ ყელისთვის და დეკოლტეს ზონისთვისაც. გამოგადგებათ ხილისა და ბოსტნეულის წვენებიც, თუკი გაყინვამდე წინასწარ განაზავებთ წყლით.

შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ ის მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: