მთავარი ჯანმრთელობა რეფლექსოლოგია: როგორ დაგეხმარებათ ტერფის მასაჟი ზურგის ტკივილის გაყუჩებაში

რეფლექსოლოგია: როგორ დაგეხმარებათ ტერფის მასაჟი ზურგის ტკივილის გაყუჩებაში

by Keti

რეფლექსოლოგია აკუპუნქტურის ერთ-ერთი სახეობაა. თუ ის სწორად გაკეთდა, ძალიან სასარგებლო იქნება. რეფლექსოლოგია ეფუძნება იმ მტკიცებულებაზე, რომ ტერფებზე, ხელებსა და ყურებზე მდებარეობს წერტილები, რომელიც მთელ ორგანიზმს ასახავს. თუ სწორად ვიმოქმედებთ, შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

თუ ტერფზე შეისწავლით წერტილებს და დაამასაჟებთ სწორად, ეს ეფექტური იქნება ზურგისთვის.

როგორ ვიპოვოთ ,,ხერხემალი” ტერფზე

,,ხერხემლის” რეფლექსის წერტილები მიჰყვება ტერფის შიდა მხრის ხაზს, დიდი თითის ბოლოდან ქუსლამდე. სწორი მასაჟისთვის საჭიროა მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელით დაიკავოთ.

მასაჟი კისრის ნაწილის ტკივილის დროს

იმოქმედეთ მარჯვენა ხელის დიდი თითით. შეხება დაიწყეთ ფეხის დიდი თითიდან, მკვეთრად მიაჭირეთ მას ხელი. დააწექით ყველა წერტილს დიდი თითის ბოლოდან ქუსლამდე.

მასაჟი წელის ტკივილის დროს

პირველ რიგში შეგიძლიათ იგივე მასაჟის გაკეთება, მეორე რიგში, დაამატეთ ასეთივე მასაჟი მთელი ქუსლის გარშემო. დააწექით ძლიერად ამ წერტილებს, რათა რეფლექტორულ ზონებზე იმოქმედოთ. უკეთ გასაგებად ნახეთ ინგლისურენოვანი ვიდეოც:

ეს მასაჟი 3-5 წუთს წაგართმევთ, ის ძალიან დაგეხმარებათ ზურგის, წელისა და მუცლის ტკივილების დაძლევაში. სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ. იყავით ჯანმრთელები და გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: