მთავარი სილამაზე 5 ნიუანსი გარეგნობაში, რომელთა გამოც ქალი მოუვლელს ემსგავსება

5 ნიუანსი გარეგნობაში, რომელთა გამოც ქალი მოუვლელს ემსგავსება

by Keti

სილამაზე წვრილმანებშია – ეს ბევრს ავიწყდება. მოვლილი ქალი არ ნიშნავს თავიდან ბოლომდე ძვირფას ტანსაცმელსა და სამკაულებში შემოსილს. ერთი პატარა ნიუანსიც კი ყველაფერს ანადგურებს.

ჩვენ გეტყვით იმ 5 დეტალზე, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალი მოუვლელია!

1. ულვაში

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კოსმეტიკური ფირმა მოდელებს ულვაშებით აქვეყნებს, ყოველდღიურ ცხოვრეაში ის არც ერთ გოგოს არ მოუხდება. დაემშვიდობეთ საძულველ თმას დაუნანებლად, ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – პინცეტიდან და შუგარინგიდან დაწყებული ლაზერულით ეპილაციით დამთავრებული.

2. ჭუჭყიანი ფეხსაცმელი

წარმოიდგინეთ ეს ლამაზმანი ჭუჭყიანი ფეხსაცმლით. იმავე პატივისცემას გამოიწვევდა ის? ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს,. რეგულარულად გაასუფთავეთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის კი ჩანთით პატარა ღრუბელი ატარეთ.

3. აქერცლილი ჩანთა

რაც არ უნდა ბრენდული იყოს ჩანთა, თუ ის გაჩხაპნილი და დაზიანებულია, ძალიან ცუდად გამოიყურება. თუ ის შეკეთაებას ექვემდებარება, მიიტანეთ ხელოსანთან, თუ არადა ნაგავში გადაუძახეთ.

4. გადაცილებული მანიკიური

თითები მოუწესრიგებელი მანიკიურით ძალიან ცუდი ნიშანია, სჯობს, საერთოდ არ წაისვათ ის. აკურატულად მოქლიბული ფრჩხილები და დამუშავებული კანი უკვე დიდი პლუსია.

5. ჭუჭყიანი თმა

ეს პირველი წესია ყველა ქალისთვის – ეცადეთ თავის დასაბანი დრო იპოვოთ, ეს დიდ დროს არ წაიღებს. თუ ვერ ასწრებთ, გამოიყენეთ მშრალი შამპუნი, მაგრამ ეს მხოლოდ 2 საათი დაგეხმარებათ.

თქვენ რა კრიტერიუმები გაქვთ მოვლილი ქალის? მოგვიყევით კომენტარებში!