მთავარი ჯანმრთელობა იმბირისგან დამზადებული ჯანმრთელი კანფეტი ყოველგვარი შაქრის გარეშე

იმბირისგან დამზადებული ჯანმრთელი კანფეტი ყოველგვარი შაქრის გარეშე

by Keti

ზაფხულში ყველაზე მეტად გვსურს კარგად გამოვიყურებოდეთ. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება სხვადასხვა დიეტის დაცვა. ეს კი არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. მაგრამ არ ღირს თავის დატანჯვა, ხშირად შესაძლებელია სასარგებლოსა და სასიამოვნოს შერწყმა.

გირჩევთ გასინჯოთ უშაქრო ტკბილეული, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ.

უშაქრო კანფეტები

იმბირის უშაქრო კანფეტები გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა გაციებისა, ყელის ტკივილისა და ხველების დროს.

ინგრედიენტები 12 პორციისთვის

  • 300 გ ნიგოზი
  • 300 გ ფინიკი
  • 100 გ იმბირი
  • 100 მლ ლიმონის წვენი
  • ცედრა გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • 2 ს. კ. წყალი

მომზადება

  1. ფინიკი მოათავსეთ ცივ წყალში 1 საათით. მოაშორეთ კურკები და დაქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. პროცესის გასაადვილებლად გამოიყენეთ ცოტა წყალი.

2. ბლენდერში დააქუცმაცეთ ნიგოზიც, შეურიეთ ფინიკის მასა და ლიმონის წვენი.

3. იმბირი და ლიმონის ცედრა გახეხეთ წვრილ სახეხზე.

4. შეურიეთ ერთმანეთს ორივე მასა – ფინიკისა და იმბირის.

5. ხელით გააკეთეთ პატარა ბურთები. ამოავლეთ დაფქულ ნუშში თქვენი სურვილის მიხედვით. მიღებული დესერტი შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით. სასურველია კი 12 საათის მანძილზე დაჰყოს იქ.

გემრიელი უშაქრო ტკბილეული მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს დროული და შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: