მთავარი რჩევები 10 ნივთი, რომელთა შეხების შემდეგ ხელის დაბანა აუცილებელია

10 ნივთი, რომელთა შეხების შემდეგ ხელის დაბანა აუცილებელია

by Keti

რამდენად ხშირად და სწორად იბანთ ხელებს? არ გაიკვირვოთ ასეთი შეკითხვა, რადგან სუფთა ხელები თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა შემთხვევებშია აუცილებელი ხელის დაბანა (ტუალეტით სარგებლობის გარდა).

ყველაზე ხშირად და დიდი რაოდენობით მიკრობები  გროვდება იმ საგნებზე, რომლებსაც ადამიანთა დიდი რაოდენობა იყენებს. თუმცა, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაშიც არის ნივთები, რომლებიც შესაძლოა დაავადების გადამტანები გახდეს. ამგვარად, როდის უნდა დაიბანოთ ხელები აუცილებლად?

1. თუ შეეხებით ფულს ან საბანკო ბარათს.

2. ბანკომატთან შეხების შემდეგ.

3. ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ.

4. სხვისი ტელეფონის გამოყენების შემდეგ.

5. როდესაც ოჯახში ვინმე ავადაა.

6. საზოგადოებრივი ადგილების (პოლიკლინიკის, სასწავლო დაწესებულების, სავაჭრო ცენტრის, სუპერმარკეტის) მონახულების შემდეგ.

7. უცხო კატის ან ძაღლის მოფერების შემდეგ.

8. ფეხსაცმლის ლანჩთან შეხების შემდეგ.

9. კომპიუტერის კლავიატურასთან ან მაუსთან მუშაობის შემდეგ.

10. კატის ტუალეტის დასუფთავების შემდეგ.

დარწმუნებულები ვართ, სერიოზულად ეკიდებით თქვენ ჯანმრთელობას. ამიტომ შეასრულეთ ეს პუნქტები და სხვებიც დაამატეთ. მთავარია, პარანოიაში არ გადაიზარდოს.

გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს, რათა ისინიც საქმის კურსში იყვნენ. შეგიძლიათ თქვენი პუნქტებიც დაამატოთ. მოხარულები ვიქნებით.