მთავარი ფილმები ბოლო დეკადის საუკეთესო ფილმები: კრიტიკოსების არჩევანი გაგაკვირვებთ

ბოლო დეკადის საუკეთესო ფილმები: კრიტიკოსების არჩევანი გაგაკვირვებთ

by guramus

საუკეთესო ფილმის წოდება პირობითია და ინდივიდუალურია. კრიტიკოსები სუბიექტური კრიტერიუმებით არჩევენ ფილმი ცუდია თუ კარგი. ამ სტატიაში გთავაზობთ ფილმებს, ზოგი მოგეწონებათ, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ძალიან კრიტიკულად ნუ შეგვიფასებთ. კომენტარებში კი თქვენი საყვარელი ფილმი გაგვიზიარეთ.

ლუინ დევისის შინაგანი მხარე / INSIDE LLEWYN DAVIS

ეს ფილმი გაძლევთ საშუალებას გამოსცადოთ, თუ როგორი გრძნობაა ისეთ ადამიანად ყოფნა, რომელიც სამყაროში თავის ადგილს ვერ პოულობს. მთავარი პერსონაჟი სავსეა ამბიციით, რომ იყოს კარგი მუსიკოსი, თუმცა მის ოცნებას არსაით არ მიჰყავს. ის საკმარის ფულსაც კი არ აძლევს. ფილმი ერთი შეხედვით ძალიან ორიგინალური არ არის, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ იგი ძმები კოენეის გადაღებულია. ამ ფილმში ნახავთ რიჟა კატას თითქმის ყველა სცენაში, ჯასტინ ტიმბერლეიკს მეორეხარისხოვან როლში და საკმაოდ არაორდინალურ დასასრულს.

 

ნადერისა და სიმინის განქორწინება / A Separation

ბევრ კრიტიკოსს რათქმაუნდა ახსოვს ირანული ფილმი, რომელმაც ოსკარზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა და ასევე საუკეთესო უცხოური ფილმიც გახდა. ისტორია სასამართლო საქმის ირგვლივ ვითარდება, რომელშიც დამნაშავე არ არსებობს, უბრალოდ ორ მეუღლეს რთული სიტუაცია აქვთ. სოლიდური სცენარი და იდეალური მსახიობური ნიჭის გამოვლინება მაყურებელს საშუალებას აძლევს თავი პერსონაჟების ადგილას წარმოიდგინონ და დაფიქრდნენ იმაზე, დარჩებოდნენ თუ არა თვითონ ამ სიტუაციაში მშვიდად.

 

უხილავი ძაფი / Phantom Thread

მთავარი პერსონაჟი რეინოლდ ვუდკოკი პერფექტიონისტია, რომელიც ემოციებს იხშობს მის ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართ. ქალი მისთვის მხოლოდ ელეგანტური კაბების შექმნისთვის გამოსადექი მოდელია. იგი ქალთან ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ წყვეტს, რომ ის პურზე ჯემს მისთვის მოუწონებელი ხერხით უსვავს. თუმცა იგი მალე ძლიერ ქალს აღმოაჩენს და საკუთარ მუზად აქცევს, რის შემდეგაც გენდერული ბრძოლა იწყება.

 

ოსტატი / The Master

ეს ფილმი რთული ფსიქოლოგიური ნამუშევარია, რომელიც 2 ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს. უცნაური მესია და მამაკაცი, რომელსაც მენტორი სჭირდება. ეს მეორე პერსონაჟი გაუკონტროლებელი პერსონაჟია, თუმცა სურს რომ უკეთესი ადამიანი გახდეს, მინიმუმ იმ ქალისათვის, რომელიც უყვარს. ფილმი იკვლევს ღრმა ფილოსოფიას, რომელიც მასწავლებლისა და სტუდენტის ურთიერთობას უდევს საფუძვლად. ამ ნამუშევრის ხილვისას მართლაც შეუდარებელი სამსახიბო ოსტატობის ყურებით ტკბობის საშუალება გექნებათ.

 

შეშლილი მაქსი / Mad Max: Fury Road

უცნაურია ამ ბლოკბასტერის დანახვა მართლაც დრამატული და შთამბეჭდავი ფილმების სიაში, თუმცა იგი მართლაც იმსახურებს ამ ადგილს. გამოკითხული კრიტიკოსების მეოთხედის აზრით იგი საუკეთესო ფილმის წოდებას ნამდვილად იმსახურებს. ეს ნამუშევარი ყველა ასპექტში გამორჩეულია: მისი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ისევე იდეალურად გაოიყურებიან, როგორც მთავარი გმირი მაქსი. მოქმედების სცენები ისეთი საოცარია, რომ ყველა მაყურებელს ადრენალინის მოზღვავებას აიძულებს ისე, თითქოს ისინი თვითონ მონაწილეობდნენ 2 საათიანი ფილმის დაძაბულს სცენებში.

 

5 ფილმი, რომელიც ნამდვილ ინტელექტუალებს მოეწონებათ

 

იმიტაციის თამაში / The Imitation Game

ეს არის გამაოცებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ბრიტანელი მათემატიკოსი და ინტელექტუალი ალან ტურინგი მთავრობას ენიგმას კოდის გატეხვაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი გამოცდილებების ყურება გულის ცემას აგიჩქარებთ და სულიერად შეგძრავთ, რადგან იგი გახლდათ არაორდინალური ადამიანი, რომელმაც მიაღწია ისეთ რამეს, რის შესახებაც ბევრს ფიქრიც კი უჭირს.

 

მოსამართლე / The Judge

ამ ფილმის ისტორიის ცენტრში წარმატებული ადვოკატია, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქში დედამისის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლისას აღმოაჩენს, რომ მისი მამა მკვლელობაშია ბრალდებული. იგი გადაწყვეტს დარჩენს და ნათელი მოფინოს სიმართლეს, თანაც ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტს გაიგებს მისი ნათესავების შესახებ, რომლებიც წლებია არ უნახავს.

 

დიდი შემცირება / The Big Short

როდესაც ფული პრობლემას წარმოადგენს, ჩვენი ნამუსი ხშირად შეუმჩნეველი ხდება. თანაც, თუკი დიდ ფულზე ვლაპარაკობთ, ეს უფრო დიდი პრობლემაა. ეს ფილმი დაფუძნებულია ამ თემატიკის რეალურ მოვლენებზე, კონკრეტულად კი რამდენიმე ინდივიდზე, რომლებმაც დამოუკიდებლად იწინასწარმეტყველეს 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ამაზე ჩურჩულს დაიწყებდნენ ვოლ სტრიტზე. თანაც, როდესაც ეს იწინასწარმეტყველეს, მათ ამის საშუალებით ფულის შოვნის გზასაც მიაგნეს.

 

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის / Miss Peregrine’s Home for Peculiar Children

ჯეიკობს ბავშვობაში ბაბუა უცნაურ ისტორიებს უყვებოდა არაორდინალური ბავშვების თავშესაფრის შესახებ. მათ შორის იყო გოგონა, რომელსაც ცეცხლის დაჭერა შეეძლო საკუთარი ხელებით, უხილავი ბიჭი და ტყუპები, რომლებსაც სიტყვების გარეშე შეეძლოთ კომუნიკაცია. როდესაც მისი ბაბუა გარდაიცვალა, ჯეიკობმა მისტიური წერილი მიიღო და ამის გამო გაემგზავრა იმ კუნძულზე, სადაც ბაბუამისი გაიზარდა. აქ იგი პოულობს იმ ბავშვებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდა ნანახი და სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო და წარმოუდგენელი მოვლენები, მართლაც გამორჩეული პერსონაჟების მონაწილეობით.

 

კინგსმენი: საიდუმლო სამსახური / Kingsman: The Secret Service

ეგსი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც სპეციალური დანიშნულების ჯარში მსახურობდა და მაღალი ინტელექტის კოეფიციენტით გამოირჩევა. მას ბევრი რამის მიღწევა შეუძლია, თუმცა სრულიად სხვა გზას ირჩევს და ყველასთვის სამწუხაროდ საკმაოდ დაბალი დონის კრიმინალი ხდება. ერთ დღესაც იგი ჰარი ჰართს ხვდება, რომლის სიცოცხლეც ერთხელ მამამისმა გადაარჩინა. ჰარის გადაწყვეტილი აქვს გააკეთოს ყველაფერი, რაც კი შეუძლია იმისათვის, რომ ეგსიმ ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიოს და მისი ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა უკეთესი მომავალი ჰქონდეს.

 

5 საინტერესო ფილმი, რომელსაც ქალებმა მარტომ უნდა უყურონ

განქორწინება ამერიკულად / The Break-Up

ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბრუკი და გარი აცნობიერებენ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობიან. გადაწყვეტილება მათი უერთიერთობის დასრულების თაობაზე ლოგიკური და გასაგები ჩანს, თუმცა შემდეგ ისინი დაიწყებენ გაყრის პროცესის გაანალიზებას. ეს ფილმი დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხი დიად კითხვაზე: მარტო ცხოვრება ჯობია თუ კომფორტულ, თუმცა ზედაპირულ ურთიერთობაში?

 

სიყვარული და მეგობრობა / Love & Friendship

ლამაზი ახალგაზრდა ქვრივი სუზანი მისი გარდაცვლილი ქმრის ოჯახის ტერიტორიაზე სტუმრად ჩადის, რათა მაღალი საზოგადოების მიერ მის ცხოვრებაზე გავრცელებული ჭორები აიტანოს და თანაც საკუთარი ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზა იპოვოს. დროის კარგვის გარეშე იგი გადაწყვეტს იპოვოს მდიდარი ქმრები მისთვის და საკუთარი ქალიშვილისთვის. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას მალევე მიახვედრებს, რომ ამისათვის არამარტო სილამაზე და ელეგანტურობა, არამედ მოხერხებულობა, ინტელექტი და კერვის ინტრიგული ტექნიკების ცოდნაც კი სჭირდება.

 

ახალი დასაწყისი / Begin Again

გრეტა და დენი წარსული დიდების მქონე ადამიანები არიან. ერთი შოუბიზნესის ლეგენდა იყო, მეორე ყოფილი როკვარსკვლავი. ისინი ერთმანეთს ნიუ იორკის გულში ხვდებიან ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ვინმეს პოვნა სჭირდებათ. მათ ეძლევათ მეორე შანსი რათა შეცვალონ ყველაფერი და როგორც ჩანს, გრეტა და დენი მზად არიან გაუყვნენ ახალ მიმართულებას როგორც მუსიკაში, ისე გულის საკითხშიც.

 

სევდიანი ვალენტინი / Blue Valentine

დინი და ცინდი ერთმანეთის მიმართ ისეთ ვნებას განიცდიან, რომელსაც მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით შეპყრობილი ადამიანები განიცდიან. თუმცა მალე მათი გრძნობები ნაგვიანდება მწუხარებით, იმედგაცრუებით, გაუგებრობებით და მათი ურთიერთობაც გაფუჭებას იწყებს. ამის გამო ახალგაზრდა წყვილის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დგას: მიატოვონ ყველაფერი და დანებდნენ თუ ცადონ მათი ურთიერთობის განახლება.

 

ფრთხილად! კარები იკეტება / Sliding Doors

ის მომენტი, რომლის დროსაც ჰელენმა, ახალგაზრდა ქალმა ინგლისიდან, მოახეხა მიესწრო საკუთარი მატარებლისათვის, მართლაც საბედისწერო გამოდგა. ეს არის მხოლოდ რეალობის ერთ-ერთი ვერსია, სადაც მან მატარებელს მიუსწრო, თუმცა მეორე პარალელურ სამყაროში მან დააგვიანა და კარებები ზუსტად მის ცხვირწინ დაიხურა. როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება ამ მომენტიდან და იყო ეს კარი თუ ცუდი, თანდათან ვლინდება ფილმის განმავლობაში და გვაცნობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პირველ და მეორე რეალობაში. ეს მართლაც საკმაოდ ორიგინალურად და საინტერესოდ აწყობილი მოვლენების ჯაჭვია, რომლის ყურებაც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს ძალიან დააინტერესებს და ცხოვრებისეულ ღირებულებებზეც ძალიან ადვილად დააფიქრებს.

 

ყველაზე ჯადოსნური ფილმები, რომელიც პრობლემებს დაგავიწყებთ

მოხიბლული / Enchanted

გოგონა ანიმაციური სამყაროდან იხიბლება საოცნებო პრინცით, რითაც მის დედინაცვალს ძალიან აბრაზებს. ბოროტი დედოფალი მაგიას იყენებს იმისათვის, რომ საწყალი გოგონა თანამედროვე მანჰეტენზე გაგზავნოს, სადაც მან გადარჩენა უნდა შეძლოს როგორმე. იგი ამას მოუხერხებლად და მომხიბვლელად აკეთებს. ამ ფილმს დასდევს დისნეისთვის კარგად ნაცნობი კლიშეების ირონია და საკმაოდ გულთბილი სასიყვარულო ისტორიის ხასიათი.

 

ოქროს კომპასი / The Golden Compass

12 წლის ლირა ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება, რათა მისი მოტაცებული მეგობარი გადაარჩინოს. იგი დახმარებას ჩრდილოელი ჯადოქრებისგან და დიდი ჯავშნიანი დათვისგან იღებს მაშინ, როდესაც უნამუსო მისის კულტერი და მისი მონსტრების არმია გოგონას წინააღმდეგ ილაშქრებს. მართლაც გასაოცარი სპეციალური ეფექტები, იდეალური მსახიობების გუნდი და სულისშემძვრელი სცენარი – ამ ფილმს მართლაც ყველაფერი აქვს.

 

ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი / Fantastic Beasts and Where to Find Them

მის გამოკვლევესა და მაგიური არსებების ძებნის პროცესში, ბრიტანელი მაგიური ზოოლოგი ნიუტ სკამანდერი თავს ნიუ-იორკში ამოჰყოფს. თუმცა, მისი გეგმები ირევა, როდესაც საკუთარ ჩემოდანს უყურადღებოდ ტოვებს და იქიდან ყველა მაგიური არსება გარბის. ეს მართლაც აუცილებლად სანახავი ფილმია ჰარი პოტერის ყველა ფანისათვის და ასევე იმათთვისაც, ვისაც კარგი ისტორიის ყურება სურს.

 

მომავლის მიწა / Tomorrowland

როდესაც კესი აღმოაჩენს, რომ ისეთი მისტიური ობიექტის მფლობელია, რომელსაც მაგიური შესასვლელის გახსნა შეუძლია პარალელურ სამყაროში გადასასვლელად, იგი დასახმარებლად ცინიკურ გენიოს გამომგონებელს ფრენკს მიმართავს. გოგონამ აუცილებლად უნდა ამოახსნას უცნაური საიდუმლოებები ამ გარე სამყაროსი და რეალობის, რომელსაც მომავლის მიწის სახელით იცნობენ. მან ასევე ფრენკიც უნდა დაარწმუნოს, რომ იქ დაბრუნდეს საიდანაც იგი გამოაძევეს. იდეალური სამსახიობო გუნდი და არაორდინალური სცენარი მართლაც იდეალურად გაგაყვანინებთ დროს და საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

 

5 ფილმი, რომელიც ზაფხულის დღეებში იდეალურად გაგართობთ

ლეგენდა ტარზანზე / The Legend of Tarzan

ტარზანი, რომელიც გორილებმა გაზარდეს და ასევე ცნობილია, როგორც ჯონ კლეიტონი, ჯუნგლებში ბრუნდება ლონდონში გატარებული წლების შემდეგ. აქ მას უწევს შეებრძლოს ბოროტ ძალას, რომელსაც ბოროტი ბრილიანტების მაღაროს ლიდერი წარმოადგენს. ჯეინისა და ტარზანის ურთიერთო მართლაც აუცილებლად გაგიხალისებთ ცხელ ზაფხულის დღეებს და დასვენების პერიოდში ულამაზეს ჯუნგლებშიც გამოგზაურებთ.

 

გენიოსი / GENIUS

ამ ფილმის მოქმედება 1920-1930-იან წლებში ხდება. ის მოგვითხრობს საკმაოდ რთული და საინტერესო შტრიხებით სავსე მეგობრობაზე ორ ძალიან ნიჭიერ ადამიანს შორის. გამომცემელი მაქსველ პერკინსი, რომელმაც მსოფლიოს ისეთი ადამიანები გააცნობ, როგორიც სკოტ ფიცჯერალდი და ერნესტ ჰემინგუეი არიან და მწერალი ტომას ვოლფი ერთმანეთს საბოლოოდ ხვდებიან მათი მომავლის სამუდამოდ შესაცვლელად და მათი ურთიერთობის განვითარების ყოველი ეტაპი მაყურებელს სულ უფრო და უფრო ღრმად ითრევს ფილმის გარემოში.

 

მე შენამდე / Me Before You

მას შემდეგ რაც ვილ ტრეინორს უეცრად უყურადღებო მძღოლი დაეჯახა, მას სჯეროდა რომ მისი ცხოვრება დასრულდა, რადგან იგი დაინვალიდდა. თუმცა მან არ იცოდა, რომ ეს უბრალოდ ბედის მიერ მოფიქრებული თამაში იყო და მის ცხოვრებას მისთვის სრულიად განსხვავებული რამ ჰქონდა გადანახული საჩუქრად. ეს არის ისტორია ერთი უბრალო შეხვედრის შესახებ ორ ადამიანს შორის, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება და ჩვენ გვაჩუქა მართლაც ძალიან ემოციური და სიამოვნებით საყურებელი ისტორია ცხოვრებისეულ ფასეულობებსა და სიყვარულზე.

 

აგენტი / The Infiltrator

თუკი თქვენ გიყვარდათ ლეგენდარული სერიალი ბრაიან კრენსტონის მონაწილეობით, მაშინ ამ ფილმის ნახვა მართლაც ორმაგ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუმცა, ამჯერად იგი სრულიად საპირისპირო მხარეს მდგომი ადამიანის როლში გვევლინება. ფედერალური აგენტი საიდუმლო მისიით უერთდება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნარკო-კარტელს, პაბლო ესკობარის ხელმძღვანელობით. მისი თავგადასავლები მართლაც ძალიან საინტერესო ელფერს იძენს და ეს ფილმი მთლიანად ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული, რომელიც ამერიკის შეერთებულ შთატებში მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ვითარდებოდა.

 

ბენ ჰური / Ben-Hur

ეს ფილმი წარმოადგენს ისტორიულ დრამას საკმაოდ საინტერესო პერსონაჟის შესახებ. ბენ ჰური ცნობილი ებრაული ოჯახის შთამომავალია, რომელსაც საუკეთესო მეგობრის ღალატის გამო მრავალი წლის გატარება მონობაში მოუწია რომაულ გემებზე. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ბენ ჰური მაინც მოახერხებს თავისუფლების მოპოვებას და სახლში ბრუნდება შურისძიების სურვილით მოტივირებული. ეს ფილმი სავსეა საოცრად ნიჭიერი მსახიობებითა და ულამაზესი კადრებით, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუფერადებს დასვენების დღეებს.