მთავარი ფილმები წელს გამოსული სერიალები, რომელთა ნახვასაც არ ინანებთ

წელს გამოსული სერიალები, რომელთა ნახვასაც არ ინანებთ

by guramus

აქტი

ეს არის დრამატული ისტორია მიუნხაუსენის სინდრომიან დედაზე, რომელსაც სჭირდება რომ მისი შვილი მუდამ ცუდად იყოს, რათა დედაზე იყოს დამოკიდებული გამუდმებით. იგი იმდენად დამაჯერებელია, რომ ექიმებსაც კი სჯერათ უკვე მისი. თუმცა, რა მოხდება მაშინ, როდესაც ქალიშვილი გააცნობიერებს რომ დედამისი მისი საუკეთესო მეგობარი საერთოდ არ არის და მისთვის სიკეთეც არ უნდა?

პალატები

საშა ცდილობს გაარკვიოს, თუ ვის ეკუთვნოდა მისი გულის ტრანსპლანტი. თუმცა, როდესაც იგი მისი დონორის ოჯახს ხვდება, იწყებს ახალი პერსონალური თვისებების გამომუშავებას. ამ მომენტიდან ისტორია იქცევა მისტიურ და ფსიქოლოგიურ ჰორორად. თრეილერის მიხედვით, ამ შოუს ყურებას ძილის წინ უნდა მოერიდოთ.

ჯენტლმენი ჯეკი

ანა ლისტერი სოციალური და ჭკვიანი გოგოა, რომელიც მთაზე ცოცვისა მოგზაურობის მოყვარულია, ეს კი მას საკმაოდ განასხვავებს მეცხრამეტე საუკუნის ტიპიური ლედის სტერეოტიპისგან. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც ანას განსხვავებულად აქცევს. იგი ხდება პირველი ქალი, რომელიც საკუთარი სექსუალური შეხედულებების შესახებ ღიად საუბარს იწყებს. ვიეტნამური კოსტიუმები და ბრიტანული იუმორი ამ სერიალს მართლაც კარგად აფორმებს.

მსხვერპლი

პირველმა მთავარმა პერსონაჟმა ანა დინმა საკუთარი შვილი დაკარგა და ამის გამო მისთვის დრო შეჩერდა. იგი მეორედ გათხოვდა და შვილი ეყოლა, თუმცა მისი ტკივილი 15 წლის გასვლის შემდეგაც ახალივითაა. მეორე მთავარი პერსონაჟი ბეჯითად მომუშავე და ოჯახის მამაკაცი კრეგ მაიერსია, რომელიც საშინელი თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რადგან იგი ცნობილ ბავშვების მკვლელში შეეშალათ. რა აქვს ამ ორ ადამიანს საერთო? მაყურებელს მართლაც ემოციური კარუსელის გავლა მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად.

კოდი

ეს შოუ წარმოგვიდგენს სამყაროს, სადაც ყველა იურისტი იწვრთნება როგორც პროკურორი, დამცველი ადვოკატი და გამომძიებელი – ასევე სპეცდანიშნულების ჯარისკაციც. ეს ისტორია წარმოგიდგენთ იმას, თუ რას აქვს გავლენა შეიარაღებულ ძალებში მყოფი ადამიანების მეგობრობაზე.

კოდური სახელი: Whiskey Cavalier

ეს არის ისტორია ორი აგენტის შესახებ, რომლებსაც ერთად უწევთ მუშაობა. ვილ ჩეისი FBI–დან და ფრენკი თაუნბრიჯი CIA-დან. შეიძლება ნახოთ ბევრი სროლები და ჩხუბები, თუმცა უფრო მეტ იუმორსაც იპოვით. ვილი, ზედმეტსახელად ვისკი, სენსიტიური მამაკაცია, რომელიც კოლეგებს შუა ღამით ელფოსტის წყალობით ეკითხება, თუ როგორი მუსიკის ფონზე სჯობს გოგოსთან დაშორება. ფრენკი რკინის ქალია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება შორს იდგეს ურთიერთობებისგან. შეუძლია თუ არა ასეთ ორ ადამიანს ერთად მუშაობა?