მთავარი ფილმები პაემანზე სანახავი ფილმები

პაემანზე სანახავი ფილმები

by guramus

უბის წიგნაკი

ზოგიერთმა შეიძლება ამას ჩვეულებრივი რომანტიკა დაარქვას, მაგრამ მთლიანობაში ეს ფილმი შარმიანი და თბილია. იგი ორი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ღრმად უყვარდებათ ერთმანეთი. ელი გოგონაა მდიდარი ოჯახიდან, ხოლო ნოა ღარიბი ბიჭია მუშათა კლასის ოჯახიდან. მათი სიყვარული დეკადების განმავლობაში არ კვდება ოჯახისგან უარყოფისა და განშორების მიუხედავად.

უძინარები სიეტლში

მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სემ ბოულდვინი სიეტლში გადადის საცხოვრებლად. იგი თავს დაკარგულად გრძნობს და ამიტომ მის შვილს სურს, მამამისს ახალი პარტნიორის პოვნაში დაეხმაროს. ბავშვი რადიოში რეკავს და წამყვანს ამცნობს, რომ მამამისისთვის პარტნიორს ეძებს. არავის ეგონა, რომ ეს მარტივი ზარი მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.

კუზიანი მთა

ეს არის ისტორია საიდუმლო და აკრძალულ ურთიერთობაზე ორ კოვბოის შორის, რომელიც 20 წლიან სასიყვარულო რომანზე მოგვითხრობს. ენისი და ჯეკიდან ორივე დაქორწინებულია, რაც მათ სიტუაციას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის. ეს ფილმი მართლაც ემოციურად ჩახლართულია და გვაჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება მოგვახერხებინოს სიყვარულმა.

 კლიკი

ბეჯითად მომუშავე არქიტექტორი გამორჩეულ პულტს იპოვის, რომელიც მას დროის გადახვევის საშუალებას აძლევს. იქნება ეს ბავშვების ყვირილის მომენტი, ცოლის მიერ შეწუხების სცენა თუ მოსაწყენი პერიოდი სამსახურში, მას ყველაფრის გადახვევა შეუძლია. ეს შეიძლება საკმაოდ მარტივად მოგეჩვენოთ დასაწყისში, თუმცა მალე იგი გააცნოიერებს, რომ პულტი მის ცხოვრებას აკონტროლებს და მას აიძულებს ცუდი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ბინძური ცეკვები

ფრენსისი ზაფხულის არდადეგებს სასტუმროს კურორტზე ატარებს. იგი ახალ ხალხს იცნობს და ცეკვის მასწავლებელი უყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მამა უკრძალავს ჯონის ნახვას, იგი მაინც გადაწყვეტს დაეხმაროს მას საოცარი დადგმის წარმოდგენაში.

ის

სენსიტიური და მარტოსული მწერალი თავს სხვა ხალხის სახელით წერილების წერით ირჩენს. იგი ახალი ოპერატიული სისტემის გამოყენებას დაიწყებს და მალე გააცნობიერებს, რომ ამ პროგრამაზე ემოციურად დამოკიდებული გახდა.

ძირითადი ინსტიქტი

მიმზიდველი და მანიპულატორი ნოველისტი ვერაგი პოლიციელის ყურადღებას იქცევს, რომელიც მკვლელობის საქმეზე მუშაობს. ურთიერთობაც და მკვლელობის საქმის გამოძიებაც ჩახლართული და რთული ხდება. მანიპულატორი და შემცდენი ნოველისტი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე საშიში ქალი.

ფორესტ გამპი

ალაბამელი მამაკაცს სუსტი აზროვნებით, არასდროს უგრძვნია თავი სუსტად მისი გულშემატკივარი დედის წყალობით. ვიეტნამის ომში ბრძოლისას თუ გემის კაპიტნად მუშაობისას, იგი ყოველთვის პოულობდა მის ირგვლივ საკმარის ინსპირაციას საკუთარი ბავშვური ოპტიმიზმის წყალობით. თუმცა, მისი ცხოვრების ცენტრში მისი ბავშვობის დროინდელი გიგანტური სიყვარულის გრძნობა დგას მისი საუკეთესო მეგობრის მიმართ.