მთავარი ჯანმრთელობა კვების 10 ჩვევა, რომელიც გაგხდით გაცილებით ჯანმრთელს დიეტის გარეშე

კვების 10 ჩვევა, რომელიც გაგხდით გაცილებით ჯანმრთელს დიეტის გარეშე

by Keti

ჟურნალი ამერიკელი ფსიქოლოგი ახალ კვლევებში იუწყება, რომ მოკლე დიეტები უშედეგოა და წონის პრობლემას არ წყვეტს. დიეტები ზოგჯერ საზიანოცაა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დამკვიდრება ადამიანებს გაცილებით ჯანმრთელებს გახდის!

1. მიირთვით ნელა და კარგად დაღეჭეთ

კვლევების მიხედვით, ვინც სწრაფად ჭამს წონაში უფრო სწრაფად იმატებს, ვიდრე ის, ვინც ნელა მიირთმევს საკვებს. ნელა ჭამა და კარგად დაღეჭვა ადამიანს ადრე ანაყრებს, თან საჭმელიც უკეთ გადამუშავდება.

2. სვით ბევრი წყალი

ჭამამდე წყლის დალევა წონის კლებას ხელს უწყობს, რადგან სისავსის შეგრძნება ჩნდება. უმჯობესია წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიოთ. კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები ვინც ჭამამდე სვამდნენ წყალს, 44%ით უკეთ იკლებდნენ წონაში.

3. დადეთ არაჯანსაღი საკვები წითელ თეფშზე

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ექსპერიმენტის მიხედვით წითელი ჭურჭლიდან ადამიანები გაცილებით ცოტას მიირთმევენ, ვიდრე ლურჯიდან. ეს შეიძლება იმის გამა, რომ წითელი ფერი STOP-ის სიგნალთან ასოცირდება.

4. უარი თქვით ტკბილ სასმელებზე

შაქრის ჭარბი რაოდენობა იწვევს დიაბეტს, სიმსუქნეს, გულის დაავადებებს. გაზიანი სასმლის 1 ქილაც კი შეიცავს 52 გ შაქარს მაშინ, როცა შაქრის დღიური ლიმიტი კაცისთვის 37,5 გრამია, ქალისთვის კი – 25.

5. მიირთვით ყურადღების გაფანტვის გარეშე

არ უყუროთ ჭამის დროს ტელევიზორს, არ ითამაშოთ და არ იკითხოთ. კვლევების მიხედვით, სხვა საქმის კეთების პარალელურად ადამიანი 10%ით მეტს მიირთმევს.

6. მიირთვით დღეში 2 კვერცხი

საუზმეზე დაბალკალორიული კვერცხი იდეალური ვარიანტია, ის კარგად დაგანაყრებთ და თან ჯანსაღი კვებაც გამოვა. კვერცხში შემავალი ცილა შიმშილს დიდხანს ჩაახშობს.

7. მიირთვით საუზმე ყოველდღე

როგორც არ უნდა ჩქარობდეთ, ეცადეთ რამდენიმე ლუკმა მაინც მიირთვათ, რადგან დღის დასაწყებად ენერგია გქონდეთ. ვინც საუზმეს არ ტოვებს, წონის კონტროლიც უადვილდება.

8. როცა მოგშივდებათ, დაღეჭეთ პიტნის საღეჭი რეზინი

პიტნის უშაქრო საღეჭი რეზინი შიმშილის დაძლევაში დაგეხმარებათ, სადილის წინ თუ დაღეჭავთ, ორგანიზმი გაცილებით ცოტა საჭმელს მოგთხოვთ.

9. მიირთვით განათებულ ადგილას

ამერიკული უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც განათებულ ადგილას სადილობენ  39%-ით ნაკლებ კალორიას იღებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ჩაბნელებულ ოთახში უყვარს მირთმევა.

10. მიირთვით დღეში 3 ჯერზე მეტი

3 დიდი ულუფის ნაცვლას, სჯობს, მიირთვათ 6 ჯერზე და ცოტ-ცოტა, ასე გადავსებული მუცელიც არ შეგაწუხებთ. კვების პატარა ინტერვალებით თუ შეჭამთ, შიმშილის გრძნობაც ნაკლებად შემოგიტევთ.

თქვენ კვების როგორი წესები გაქვთ? მოგვიყევით კომენტარებში, სტატია კი მეგობრებსაც გაუზიარეთ!