მთავარი ჯანმრთელობა როგორ ვისწავლოთ სუნთქვა ღრმად და გაცნობიერებულად

როგორ ვისწავლოთ სუნთქვა ღრმად და გაცნობიერებულად

by Keti

სწორი სუნთქვის მნიშვნელობას ხშირად ვერ აფასებენ, თითქოს რა უნდა იყოს მასზე მარტივი და ბუნებრივი? თუმცა რამდენად სწორად ვსუნთქავთ, ამაზე ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხია დამოკიდებული.

რომელი სუნთქვა ითვლება სწორად? ინდოელმა ბრძენებმა ეს განსაზღვრეს: სუნთქვა ცხვირით, რომლის დროსაც ამოსუნთქვა 3-4ჯერ გრძელია ჩასუნთქვაზე.

რაც შეეხება სიხშირეს, იოგები მას თანდათან ამცირებენ და დაჰყავთ 3-6 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვამდე 1 წუთში. მაშინ როცა ადამიანთა უმრავლესობის სუნთქვა შეადგენს 12-15 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას წუთში.

ხშირი და არაღრმა სუნთქვა იწვევს ჟანგბადის საკმარისზე ნაკლებ შეთვისებას, ქვეითდება მეტაბოლიზმი, ვიწროვდება სისხლძარღვები, იძაბება კუნთები.

სწორი სუნთქვა აუცილებელია , ამაში გაცნობიერებული სუნთქვის იოგას სისტემა – ,,პრანაიამა”.

ერთ-ერთ ასეთ ვარჯიშს მედიტაცია ,,ათის სუნთქვა” წარმოადგენს. ვარჯიში სრულდება დღეში 10-15 წუთი და გაგიუმჯობესდებათ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, თავს გაწონასწორებულად იგრძნობთ.

პრაქტიკა ,,ათის სუნთქვა”

1. დაჯექი მარტივ პოზაში, ზურგი გაჭიმეთ. ხელები მოხარეთ იდაყვებში. წინა მხრები განზე გაშალეთ, თითქოს ტაში უნდა დაუკრათ.

2. გააკეთეთ მოძრაობა შიგნით და გარეთ, ტაშის გარეშე. ხელისგულები დაშორებული უნდა იყოს 10-15 სმზე.

3. ენერგიის კონცენტრაცია ხელისგულებს შორის მოახდინეთ. ისუნთქეთ ხელების მოძრაობის ტაქტში.

4. ცხვირიდან ჩასუნთქვა და პირიდან ამოსუნთქვა 5 ნაწილად გაყავით. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ერთ ნაწილზე ხელების ერთი მოძრაობა უნდა კეთდებოდეს.

5. ვარჯიშის ბოლოს ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ 20 წმ და ძლიერ მიიჭირეთ ხელისგულები სახეზე. გააკეთეთ ამოსუნთქვა.

6. კვლავ ჩაისუნთქეთ ღრმად, გაჩერდით ასე 20 წმ. ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულები გულის ცენტრს, ამოისუნთქეთ.

7. კვლავ 1 ღრმა ჩასუნთქვა, კვლავ 20 წამი შეაკავეთ და ხელისგულები ჭიპთან მიიჭირეთ. ამოისუნთქეთ და მოდუნდით.

8. მთელი ვარჯიში ხელები სულ უნდა ამოძრაოთ, რათა ხელისგულებს შორის ენერგიის მოძრაობა არ შეწყდეს.

9. გამაჯანსაღებელი სუნთქვა შეასრულეთ ყოველდღე 11 წუთის მანძილზე.

10. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: