В12 ვიტამინი B ჯგუფის ვიტამინია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სისხლის შექმნაში, დნმ-სა და რნმ-ს სინთეზში, მეტაბოლიზმის დარეგულირებაში, ნერვული სისტემის მუშაობაში. 40+ ქალების 4% განიცდის ამ ვიტამინის დეფიციტს. В12-ის ავიტამინოზი ან ჰიპოვიტამინოზი შემდეგი სიმპტომებით მიმდინარეობს:
1. ფერმკრთალი კანი
კანის სიფერმკრთალე განპირობებულია ანემიით, რომელსაც ერითროციტების სინთეზის დარღვევა იწვევს, В12 ვიტამინი კი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
2. ოსტეოპოროზი
ეს არის დაავადება, რომელიც ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარეობს, ამ დროს იზრდება მოტეხილობების რისკი. В12 ვიტამინის დეფიციტისას ფერხდება ოსტეობლასტების – ძვლის ტვინის უჯრედების წარმოქმნა.
3. მუდმივი დაღლილობა
თუ მუდმივად გრძნობთ ძალების ნაკლებობას, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, დაღლილობა ანემიის ერთ-ერთი ნიშანია და ვითარდება В12 ვიტამინის დეფიციტის დროს.
4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა
დისპეფსია, შეკრულობა და დიარეა В12 ვიტამინის დეფიციტის გამოვლინებებია. მიზეზი მდგომარეობს კუჭის უჯრედების ავტოიმუნურ დაზიანებაში.
5. ფუნიკულარული მიელოზი
ეს არის В12 ვიტამინის დეფიციტის დროს მიმდინარე ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომთა კომპლექსი. ვლინდება შემდეგი სახით – ზოგ ადგილებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, ვიბრაციის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა, პათოლოგიური რეფლექსების დარღვევა.
6. ფსიქიკური დარღვევები
В12 ვიტამინის მკვეთრი დეფიციტის დროს ვლინდება ლაბილური განწყობა, ძილიანობა, გაღიზიანება, აპათია და დეპრესიაც კი.
7. ტაქიკარდია
გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა ანემიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ტაქიკარდია არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის საკომპენსაციო რეაქცია ჟანგბადის უკმარისობაზე.
8. იმუნიტეტის დაქვეითება
В12 ვიტამინის დეფიციტი აქვეითებს იმუნიტეტს და ადამიანი უფრო მიმღებელი ხდება სხვადასხვა ინფექციური აგენტის მიმართ.
თუ აღმოაჩინეთ თქვენს თავში ზემოაღწერილი სიმპტომები, აუცილებლად ჩააბარეთ სისხლის ანალიზი В12 ვიტამინზე (ციანკობალამინი).
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზეც!