მთავარი რჩევები ნიღბები თმის ცვენის წინააღმდეგ: 4 კვირაში რაპუნცელის თმა გექნებათ

ნიღბები თმის ცვენის წინააღმდეგ: 4 კვირაში რაპუნცელის თმა გექნებათ

by Keti

მშვიდად იყავით, დავარცხნისა და თავის დაბანის დროს თმის უმნიშვნელო ცვენა ნორმაა. ყოველდღიურად ჩვენ ვკარგავთ თმის გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ თუ მას ბღუჯობით ვკარგავთ, უნდა გამოიყენოთ ამის საწინააღმდეგო ნიღბები.

ჰორმონული ფონის ცვლილება, აუტოიმუნური დაავადებები, სტრესი, ტრავმა, ცუდი კვება… ეს თმის ცვენის მიზეზებია. დიაგნოსტიკისთვის ექიმს უნდა მიმართოთ, თუმცა დამხმარე საშუალებებიც ეფექტურია. გირჩევთ გამოიყენოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შინაური ნიღბები.

ნორმალური ტიპის თმისთვის

ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ თითო ს.კ. დიმექსიდი, საფუარი, ხახვის წვენი, დაჭრილი ოხრახუში, გვირილას ჩაი, მდოგვის ფხვნილი, თაფლი და კურკუმა, ქოქოსისა და ოროვანდის ზეთები. შეურიეთ კარგად ყველაფერი.

წაისვით სუფთა თმაზე ძირიდან მთელი სიგრძის გასწვრივ. თუ ფუნჯი არ გაქვთ, აიღეთ სუფთა ბამბის დისკი. ჩამოიცვით შხაპის ქუდი და თბილი პირსახოცი.

დაყავით ნიღბით 2 სთ. შემდეგ ჩამოიბანეთ, არ გამოიყენოთ ფენი. თუ თმა ცხიმიანია, ეს ნიღაბი არ გამოიყენოთ.

თუ ნორმალური ტიპის თმა გაქვთ, ამ პროდუქტებთან ერთად გამოიყენეთ ფუტკრის რძე, შავი ყურძნის წვენი, ბოსტნის მწვანილი, მუმიე, ნიკოტინის მჟავა, ცხარე წიწაკა და ზღვის მარილი.

ცხიმიანი თმისთვის

შეურიეთ კვერცხის გული, თითო ს.კ. კოსმეტიკური თიხა, მდოგვის ფხვნილი, ლიმონის წვენი, გვირილას ნახარში, შემდეგ შეურიეთ და წაისვით თავზე. გაიჩერეთ 2 სთ. დაბანის დროს შამპუნს 1 მწიკვი სოდა დაამატეთ.

მხოლოდ ნატურალური პროდუქტები კვებავს თმის ბოლქვებს და აძლიერებს მათ ეფექტურად. ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსთან ერთად შინაური ნარევები დაგავიწყებთ თმის ცვენის პრობლემას რამდენიმე კვირაში. ურჩიეთ ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: