მთავარი ჯანმრთელობა წონაში იკლებთ, მაგრამ მუცელი ისევ გაქვთ? 7 მიზეზი, რის გამოც ხდება ეს

წონაში იკლებთ, მაგრამ მუცელი ისევ გაქვთ? 7 მიზეზი, რის გამოც ხდება ეს

by Keti

ქალებისთვის ფიგურა წმინდა საკითხია. რთულია საყვარელ ნამცხვარზე უარის თქმა და კიდევ უფრო მტკივნეულია მომატებული კილოგრამების დანახვა. მაგრამ რა ქნან მათ, ვინც გამხდარი აღნაგობის მიუხედავად ვერ თავისუფლდება შესამჩნევი მუცლისგან? ისინი მისდევენ სპორტს, იკვებებიან სწორად, მაგრამ მუცლის ქვედა ნაკეცი პატრონს არ სტოვებს. ჩვენ ვარკვევთ ამის მიზეზებს.

მიზეზი #1 – სტრესი

კორტიზოლი სტრესის ჰორმონია. ის მონაწილეობს ცენტრალური ცხიმოვანი ქსოვილის ფორმირებაში (მუცლის ცხიმი). ამიტომ მუცელთან ბრძოლამდე ებრძოლეთ სტრესის მიზეზებს.

მიზეზი #2 – შაქარი

შაქრიანი დიეტა იწვევს ცხიმის სწრაფ ზრდას მუცელზე, თუნდაც კალორიები შეზღუდოთ. შაქარი თქვენი ძლიერი მტერია.

მიზეზი #3 – ახალი მშობიარობა

ჰორმონებს დრო სჭირდებათ ნორმაში მოსასვლელად, ამიტომ თუ ახლახან იმშობიარეთ, ივარჯიშეთ და თანდათან მუცლის დაჭიმული უბანი ნორმას დაუბრუნდება.

მიზეზი #4 – არასაკმარისი ძილი

ძილის პრობლემა არღვევს კორტიზოლის ბალანსს. თუ უძილობა გაწუხებთ, სინჯეთ მედიტაცია, დამაწყნარებელი მუსიკა ძილამდე ან მიმართეთ ექიმს.

მიზეზი #5 – შებერილობა

მუცლის გამობერვა თუ სპაზმებთან ერთად მიმდინარეობს, ესე იგი პრობლემა ნაწლავებშია და ამის მიზეზი არის საჭმლის მომნელებელი სისტემა. მუცლის გამობერვას იწვევს ხილის მირთმევა ჭამის შემდეგ, ხილი საკვების დუღილს იწყებს კუჭში, ეს კი გაზების დაგროვების წინაპირობაა.

მიზეზი #6 – ასაკი

ასაკთან ერთად მეტაბოლიზმის სიჩქარე მცირდება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა.

მიზეზი #7 – მენოპაუზა

მენოპაუზისას ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავება ნელდება, მცირდება ტესტოსტერონის დონე. ეს ცვლილებები იწვევს მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას.

თუ თქვენს ცხოვრებაში ეს ფაქტორები არსებობს, ესე იგი, ცნობილია მომატებული მუცლის მიზეზი. იმუშავეთ ამ მიმართულებით და მალე გათავისუფლდებით მოსაწყენი ნაკეცებისგან!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: