მთავარი რჩევები 10 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ადამიანის სწრაფ დაბერებას იწვევს

10 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ადამიანის სწრაფ დაბერებას იწვევს

by Keti

ბევრი ადამიანი რეალურ ასაკთან შედარებით, უფრო ხნიერად გამოიყურება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ გაგიმხელთ 10 ჩვევას, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარია, თუმცა ასაკს შესამჩნევად გვიმატებს.

1. დაბალცხიმოვანი დიეტა

კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს ომეგა3 ცხიმოვანი მჟავას ნაკლებობაც. ჯანსაღი ცხიმის რაციონიდან ამოღება ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის.

2. საწრუპით დალევა

საწრუპი საფრთხეს უქმნის ტუჩის მიდამოს და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას. გაცილებით ჯანსაღი ჩვევაა სასმელის პირდაპირ ჭიქიდან დალევა, ყოველგვარი დახმარების გარეშე.

3. პირქვე ძილი

სახით ძილი უზრუნველყოფს ლოყებისა და ნიკაპის მიდამოში არასასურველი ნაოჭების გაჩენას. ზურგზე წონა ამ მხრივ ყველაზე ჯანმრთელი პოზიციაა.

4. ცუდი ჯდომა

მოხრილი ჯდომა იწვევს კუნთების სწრაფ მოდუნებას და ცხიმოვანი ფენების გაჩენას მუცლის მიდამოში.

5. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მხოლოდ დასვენების დროს

გამოიყენეთ მალამო ყოველთვის მზიან ამინდებში გასვლისას, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ 20%იანი დაცვის მქონე საშუალება.

6. მაღალი გამათბობელი სისტემა

მაღალი სიცხე კანს აშრობს და ნაადრევად აბერებს მას.

7. შაქარზე უარის თქმა

შაქარი ცუდია, თუმცა ორგანიზმს სტრესი უფრო აბერებს. თუ ტკბილეული გიყვართ, ეცადეთ ის ნელ-ნელა შეამციროთ და არა ერთიანად, თორემ ახალგაზრდობისთვის ეს სტრესი გაცილებით საფრთხისმომტანია.

8. ტელევიზორი

ეს ხელს უწყობს უმოძრაობას და თვალების დაღლას, შედეგად უარესდება პროდუქტიულობის ხარისხი და ადამიანი გაცილებით ადვილად იღლება.

9. ძილის ნაკლებობა

ეცადეთ, დღეში 7 საათი მაინც იძინოთ, თორემ ეს თქვენს ენერგიასა და სახის გამომეტყველებაზე ართუ ისე კარგად აისახება.

10. სტრესი

სტრესი სერიოზულ ზიანს აყენებს იმ უჯრედებს, რომლებიც დაბერებას უზრუნველყოფს. ამის გამოა, სტრესი უმოკლეს ვადაში რომ აჭაღარავებს ადამიანს. ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ძლიერი განცდებია.

რამეს ხომ არ დაამატებდით? გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!