მთავარი სილამაზე ნიღბები ყელისთვის

ნიღბები ყელისთვის

by Keti

ყელის  კანი პრაქტიკულად არ არის დაფარული ცხიმოვანი შრით. ამიტომ  სახის კანზე გაცილებით სწრაფად ბერდება. როდესაც ის შრება და ქმნის ნაკეცებს, გვგონია, აღარაფერი გამოასწორებს ამ ვითარებას. მაგრამ კისრისა და დეკოლტეს ზონის ნიღბების გამოყენება დაბერების პროცესს ბევრად შეანელებს.

სასურველია ამ ნიღბების გამოყენება 25 წლიდან, შემდეგ კი საჭიროა მათი რეგულარული მოხმარება. 25-დან 30 წლამდე ყურადღება უნდა მიექცეს ყელის კანის დატენიანებას. 30 დან 35 წლამდე უნდა ებრძოლოთ პირველ ნაოჭებს, 45 წლამდე – მეორე ღაბაბს, შემდეგ კი გამოიყენეთ ლიფტინგის საშუალებები. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები გამოგადგებათ ყველა ეტაპზე.

ყელისა და დეკოლტეს ზონის შინაური ნიღბები

1. ათქვიფეთ 1 კვერცხი და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ავოკადოს ზეთი. წაისვით ფუნჯით თანაბარ ფენად  ყელზე და დეკოლტეს ზონაზე. 5 წუთის შემდეგ წაისვით კიდევ ერთი ფენა. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ზედიზედ 5 დღე. შემდეგ კი – ორ კვირაში ერთხელ. შედეგები გაგახარებთ.

2. მწიფე ბანანი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით. დაამატეთ 2 ს. კ. რძეზე მოხარშული შვრია და თითო ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და თაფლი. წაისვით ყელზე და დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ნახევარ ჩაის კოვზ საფუარს დაასხით 100 მლ თბილი ანადუღარი წყალი. დაამატეთ იმდენი ჭვავის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. დატოვეთ თბილ ადგილას 1 დღე-ღამე. წაისვით ყელსა და დეკოლტეს ზონაზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

4. დაჭერით ნახევარი კონა ოხრახუში. დაასხით ცხელი რძე. დატოვეთ 15  წუთი. ნარევში ჩაასველეთ სუფთა ქსოვილი და დაიდეთ ყელისა და დეკოლტეს არეზე. გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ნარჩენები.

რაც ადრე დაიწყებთ მოქმედებას, მით მეტი შანსი გაქვთ, თავიდან აიცილოთ ნაოჭები და შეანელოთ დაბერების პროცესი.  არ მისცეთ ყელს საშუალება, გაამხილოს თქვენი ასაკი.

გაუზიარეთ სასარგელო რჩევები თქვენ მეგობრებს. დაე, ისინიც შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: