მთავარი ჯანმრთელობა რომელი პროდუქტები არ უნდა მივიღოთ 15:00 საათის შემდეგ

რომელი პროდუქტები არ უნდა მივიღოთ 15:00 საათის შემდეგ

by Keti

ცნობილი უკრაინელი დიეტოლოგი ნატალია სამოილენკო ცნობილი წიგნის ,,ჭამე, დალიე, გახდი. ჯანმრთელობა დიეტის გარეშე” ავტორია. მისი აზრით, წარმატებული გახდომისთვის აუცილებელია დღეში 5ჯერ კვება. მთავარია დაიცვათ ,,ეკვატორის წესი” და არ მიიღოთ ნახშირწყლები 15 საათის შემდეგ. ამ დროს მეტაბოლიზმი ნელდება დღის რეჟიმის მიუხედავად.

კვების სწორი რეჟიმი

თუ წონაში კლება გსურთ, დაიცავით კვების რეჟიმი. არსებობს საერთო წესები ,,ტოროლებისა” და ,,ბუებისთვის”. თუ მიეჩვევით რეჟიმით კვებას, ყველაფერი დალაგდება.

,,ეკვატორის წესი” გვაუწყებს, რომ დილით უნდა მიირთვათ გაღვიძებიდან 1 საათის განმავლობაში. ნახშირწყლები 3 საათამდე მიიღეთ, შემდეგ კი ცილოვანი, დაბალკალორიული საკვები. თუ 11 საათზე წვებით, 20:00 საათზე მიირთვით ხაჭო.

რომელი პროდუქტები გამოვრიცხოთ 15:00 საათის შემდეგ

1. ტკბილეული და ცომი

ტორტი, ხილი, თაფლი… სწრაფი ნახშირწყლები შიმშილს არ აქრობს და გროვდება თეძოებში. თუ პატარა ნაჭერ ნამცხვარს მიირთმევთ 15:00 საათის შემდეგ, ენერგია დახარჯვას ვერ მოასწრებს და ცხიმად გარდაიქმნება.

2. სახამებლის შემცველი ბოსტნეული

სტაფილო, კარტოფილი, ბატატი, ჭარხალი. ისინი ტკბილი და მარილიანი საკვებივით წყალს აკავებს ორგანიზმში. არასწორი ვახშმის ნიშანი შეიძლება იყოს სახის შეშუპება დილიდან.

3. ინსულინის დონის გამზრდელი პროდუქტები

რძე, ტკბილი იოგურტი, წითელი ხორცი, ტკბილი გამომცხვარი საკვები. ეს პროდუქტები აფერხებს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ასევე პასუხს აგებს კანქვეშა ცხიმის დაწვაზე.

ვახშამი ცილოვანი და უცხიმო უნდა იყოს. თავი შეიკავეთ ღვეზელებისა და პელმენებისგან საღამოთი. მიირთვით ცილოვანი ომლეტი ან მოხარშული ქათმის მკერდი, უცხიმო ხაჭო ან კეფირი. ვახშამზე უარის თქმა შეცდომაა, ის ხელს არ უწყობს წონის კლებას, არამედ იწვევს უძილობას და ,,საშიში” ცხიმის დაგროვების პროვოცირებას.

დიეტოლოგი გვირჩევს წყალი გაღვიძებისთანავე მივირთვათ, რათა აღდგეს წყლის ბალანსი. კვების სწორი რეჟიმი უფრო ეფექტურია, ვიდრე მკაცრი დიეტები.

გაუზიარეთ დიეტოლოგის სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებს!