მთავარი ჯანმრთელობა დაიცავით პირველადი დახმარების ეს 10+ წესი და სასწრაფოს მოსვლამდე აღარაფერი დაგემუქრებათ

დაიცავით პირველადი დახმარების ეს 10+ წესი და სასწრაფოს მოსვლამდე აღარაფერი დაგემუქრებათ

by Keti

პირველადი დახმარების შესახებ საბაზისო ინფორმაციამ შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. ჩვენ გთავაზობთ 10 გადაუდებელი შემთხვევის სამოქმედო გეგმას, რომელთა ცოდნაც ყოველთვის დაგეხმარებათ.

1. ჭრილობები

ეცადეთ ჭრილობა ყოველთვის გულის სიმაღლეზე ასწიოთ, ეს აწყნარებს შესიებას და სისხლი ჭრილობის საპირისპირო მიმართულებით გაედინება. თუ იარა თეძოზე ან დენდულებზეა, პირქვე დაწექით ბალიშებზე. მაქსიმალურად ეცადეთ ჭრილობა გულის ადგილს მიუახლოვოთ.

2. პირველი ხარისხის დამწვრობა

ე.წ. ზედაპირული დამწვრობა მხოლოდ კანის ზედა ფენაზე მოქმედებს, მტკივნეულია, მაგრამ არ არის სერიოზული დაზიანება. ჩამოიბანეთ ის ნელთბილი წყლით, არ გამოიყენოთ ყინული, მან შეიძლება უფრო დაწვას კანი. ყინულის ან ცივი კომპრესის გამოყენება დამწვარი ადგილის ჩამობანვის შემდეგ შეგიძლიათ. არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ ზეთი ან რაიმე ცხიმი. წყლისა და სოდის ნარევსაც შეუძლია ჩააცხროს დამწვრობის ტკივილი.

3. გულის შეტევა

დაღეჭეთ ასპირინი, ის სისხლს გაათხელებს და არტერიები გათავისუფლდება. მიიღეთ წამლის პატარა დოზა და სწრაფი მოქმედებისთვის აუცილებლად დაღეჭეთ ის, არ გადაყლაპოთ წყალთან ერთად. ეცადეთ დაუკავშირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

4. ფუტკრის ნაკბენი

ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია, ნესტარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს სხეულს. ის რაიმე ბრტყელი სწორი საგნით ამოიღეთ ისე, რომ არ დააწვეთ მაგრად, ნაკბენი დაამუშავეთ ცივი წყლითა და ტამპონით – ეს ტკივილს შეამცირებს. ყოველთვის ატარეთ ანტიალერგიული საშუალებები, რადგან არასდროს იცით, როდის გამოვლინდება მსგავსი რეაქციები.

5. მოტეხილობები

ამ შემთხვევაში ზედმეტად არ ჩაერიოთ, არ დაიწყოთ მოტეხილი ადგილის გასწორება, არც ამოძრაოთ ის. დადეთ ბალიშზე ან ჩასვით არტაშანში. სანამ მოტეხილი ადგილი უძრავად იქნება, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

6. თვალის დაზიანება

პირველ რიგში თვალის მიდამო დაიცავით, შემდეგ ეცადეთ დახმარება მოძებნოთ. ზოგადად, ჭრილობებს გაწმენდა სჭირდება, მაგრამ თვალს ეს არ ეხება, მისი გასუფთავების მცდელობით შეიძლება ორგანო უფრო დაზიანდეს. თუმცა თუ თვალის დაშავება ქიმიური საშუალებით მოხდა, აუცილებლად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

7. ხიჭვი

დაიბანეთ ხელი კარგად, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით და ნემსი გაასტერილეთ ადუღებული წყლით. როცა ხიჭვი დაიძვრება, ამოიღეთ ის პინცეტით. დაიბანეთ ადგილი წყლითა და საპნით.

8. გველის ნაკბენი

ამ დროს თავში პირველად მოგვდის ნაკბენის ამოწოვა, თუმცა ეს ნაკლებად დაეხმარება დაზარალებულს, რადგან შხამმა უკვე შეაღწია მის ორგანიზმში. ამ დროს უნდა დამშვიდდეთ, საჭიროა გულისცემა შენელდეს, რადგან ასე შხამი უფრო ნელა გავრცელდება. არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, ეს სისხლს გაათხელებს და შხამი უკეთესად იმოძრავებს სხეულში. თუ საშუალება გაქვთ, წაისვით ჭრილობაზე ქოქოსის ზეთი, ის შეებრძოლება ბაქტერიებსა და პარაზიტებს. რაც შეიძლება სწრაფად მოძებნეთ სამედიცინო დახმარება აფთიაქში ან გამოიძახეთ სასწრაფო.

9. მედუზას ნაკბენი

ნაკბენი შეგიძლიათ ჩამოირეცხოთ მარილიანი წყლით, ცხელი წყლით ან ძმრით. ან დაიდეთ ნაკბენზე წყლისა და სოდის ნარევი. გააქტივირებულ ნახშირსაც შეუძლია მედუზას შხამის შეჩერება. შესაძლოა, გსმენიათ, რომ მედუზას ნაკბენს შარდი შველის, თუმცა შარდი საკმარის მჟავას არ შეიცავს შხამის შესაკავებლად, ტკივილის შეჩერება კი ცხელ წყალსაც იმავე წარმატებით შეუძლია.

10. ნაიარევი

ჭრილობის მიღების დროს შრამზე არ ვდარდობთ, მაგრამ ტკივილის ჩაცხრობის შემდეგ გვიწევს ამაზე ფიქრი. სოდას დეზინფექციური უნარები აქვს და შრამის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ამავდროულად, საჭიროა, რომ ჭრილობამ ისუნთქოს, ამიტომ არ გამოიყენოთ ლეიკოპლასტირი, მასზე სოდის დაყრაც საკმარისია. ნაიარევის მოსაბანად სოდიანი წყალი ყოველთვის იდეალურია.

11. ხელოვნური სუნთქვა

თუ ადამიანმა სუნთქვა შეწყვიტა, დააწვინეთ ზურგზე, შეამოწმეთ პირის ღრუ, შესაძლოა რაიმე ბლოკავდეს სუნთქვას, მაგალითად, სითხე ან საკვები. ჩამოუწიეთ ნიკაპი ქვემოთ, ასე ის პირს გააღებს, მეორე ხელი მის შუბლზე გედოთ. შეგიძლიათ თითი პირშიც ჩაუყოთ და ქვედა ყბაზე დააწვეთ, ასე ენა ჰაერში აიწევს და ჰაერის ბლოკირება მოიხსნება.

ბონუსი: დოლბანდის მოხსნა

პირველადი დახმარების ცოდნა მკურნალობის პროცესის დროსაც მნიშვნელოვანია. სახვევის უსაფრთხოდ მოხსნისთვის დაასველეთ ის ბავშვის ზეთით, ალკოჰოლის ან თბილი წყლის დასხმით. შეგიძლიათ ყინულის კუბებიც მიიდოთ. ტემპერატურის მიუხედავად, სახვევი ნელა მოიხსენით, თორემ შეიძლება სისხლდენა დაიწყოს ან ჭრილობა გაიხსნას.

თქვენ გამოგიყენებიათ პირველადი დახმარების ტექნიკები? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!