მთავარი რჩევები 10 პოპულარული მითი და სიმართლე თმის მოვლის შესახებ

10 პოპულარული მითი და სიმართლე თმის მოვლის შესახებ

by Keti

თმა ქალის გარეგნობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. სალონებში და მარკეტებში ბევრ რჩევას გვალევენ მისი მოვლის შესახებ. ამდენ რჩევაში შეიძლება დავიბნეთ და სიმართლე ვერ გავიგოთ. ჩვენ ყველაზე გავრცელებული მითების მოკლე მიმოხილვა გადავწყვიტეთ. დაიმახსოვრეთ!

მითი №1: თმის ხშირი შეჭრა მის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს

სიმართლე: თმა სტაბილურად იზრდება თვეში 0.5 დიუმით, შეიჭრით თუ არა მას. ზაფხულში ოდნავ სწრაფად იზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ ჰორმონებზეა დამოკიდებული. თუმცა თმის ბოლოების მოჭრა მაინც სასარგებლოა.

მითი №2: თუ შამპუნს ორჯერ წაისვამთ, შედეგი უკეთესი იქნება

სიმართლე: ეს მითი შამპუნის მწარმოებელმა მოიფიქრა. ბევრი შამპუნის გამოყენებით თმა უფრო გამოშრება.

მითი №3: თმის გაყოფილი ბოლოების მკურნალობა შესაძლებელია

სიმართლე: თმის გაყოფის გამოსწორება მხოლოდ მისი მოჭრით შეიძლება. ფუტკრის ცვილი ან სილიკონი თმას არბილებს, ხოლო გაყოფილ ბოლოებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

მითი №4: ჭაღარა თმის 1 ღერის ამოძრობით მის ადგილას 2 ღერს ამოიყვანთ

სიმართლე: ჭაღარას ამოძრობა ცუდი იდეაა, რადგან თმის ბოლქვის დაზიანების ალბათობა იზრდება, ასე არც ჭაღარა თმის პრობლემას გადაწყვეტთ. მაგრამ მის ადგილას 2 ღერი თმა ნამდვილად არ ამოდის.

მითი №5: ყინულიანი წყალი თმას ბზინვარეს გახდის

სიმართლე: ცივი წყალი კვებავს კანს, მაგრამ მის ბზინვარებას არ უზრუნველყოფს.

მითი №6: თმის შეღებვა მავნებელია

სიმართლე: დღეს უამრავი შესაძლებლობაა ნატურალური და პროფესიონალური პროდუქტების გამოყენების, მათი სწორი გამოყენება თმას არ აზიანებს. ეწვიეთ პროფესიონალებს.

მითი №7: დღეში 100ჯერ დავარცხნა თმის გაზრდას უწყობს ხელს

სიმართლე: ზღაპარს გავს ხომ? ეს მავნებელი ტყუილია. ინტენსიური ვარცხნა თმას ფოლიკულიდან არყევს და ასუსტებს მას.

მითი №8: აუცილებელია შამპუნი ცვალოთ პერიოდულად

სიმართლე: შამპუნი კბილის ჯაგრისი არ არის, თუ ის უხდება თქვენს თმას, აღარ შეცვალოთ.

მითი №9: სველი თმის დავარცხნა მავნებელია

სიმართლე: არა, თუ სპეციალურ სავარცხელს იყიდით ტენიანი თმისთვის. ის მსუბუქად და აკურატულად ააფუებს მას, დაზიანების გარეშე.

მითი №10: ქერტლს იწვევს თავის კანის სიმშრალე

სიმართლე: ქერტლი ცხიმიანი კანის შედეგია, მეორე მიზეზი კი კონტაქტური დერმატიტია, რომელიც შამპუნისა და თმის მოვლის სხვა საშუალებებზე ალერგიითაა გამოწვეული.

ჯანმრთელი და ლამაზი თმა კარგი გარეგნობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იზრუნეთ თმაზე და ისიც სიჯანსაღით გიპასუხებთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: