მთავარი რჩევები როგორ ჩავიძინოთ 2 წუთში: მეთოდი, რომელსაც აშშ-ს არმიაში იყენებენ

როგორ ჩავიძინოთ 2 წუთში: მეთოდი, რომელსაც აშშ-ს არმიაში იყენებენ

by Keti

ვინც უძილობა ერთხელ მაინც გამოსცადა, იცის, თუ რა საშინელი მდგომარეობაა ეს. თუ ეს ქრონიკულში გადადის, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ! ძილის გარეშე მთელი ორგანიზმი ზარალდება, ირღვევა ნერვული სისტემა, გუნებ-განწყობა, ქვეითდება იმუნიტეტი, იმატებს წონა…

მეთოდი, რომელიც 96%ით მოქმედებს

ყველამ იცის, რომ ძილის წინ ოთახი უნდა განიავდეს, ან ღია ფანჯარასთან უნდა დავიძინოთ. სასარგებლოა თბილი თაფლიანი წყალიც ან თვლა და ა.შ. მთავარია 6-9 საათი გამოიძინოთ.

თუ არაფერი გშველით, გამოიყენეთ აშშ-ს არმიის მეთოდი. მისი მიზანია მებრძოლები მუდამ მხნედ იყვნენ. სავარჯიშო ძალიან მარტივია.

1. სხეულის მოდუნება

თანდათან მოადუნეთ სხეულის ყველა ნაწილი:

  • სახის კუნთები (შუბლი, ყბები) და კისერი
  • ხელები და გულ-მკერდი
  • ფეხები

2. გაისუფთავეთ გონება აზრებისგან

ეცადეთ ყველა აზრი გაფანტოთ და არაფერზე იფიქროთ, თუნდაც 10 წამი!

3. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათები:

  • წევხართ დუნე ტბაზე, ნავში, ზემოთ კი მხოლოდ ლურჯი ცაა.
  • ირწევით შავ ჰამაკში, შავ ოთახში.
  • იმეორეთ: ,,არ ვიფიქრო, არ ვიფიქრო…” 10 წამის მანძილზე.

მორჩა! 2 წუთის შემდეგ უნდა დაიძინოთ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი ჯარისკაცების ტესტირებამ 6 კვირის განმავლობაში შესანიშნავი შედეგი გვაჩვენა. მხოლოდ 4%თან არ იმუშავა ამ ცდამ.

ამ მეთოდის პოპულარიზატორები განმარტავენ, რომ ეს მაგიური მეთოდი არ არის, ეს მხოლოდ ყურადღებაა საკუთარი სხეულის მიმართ. ეს უნდა გაითვალისწინოთ.

თუ ჩაძინების რაიმე სხვა მეთოდსაც იცნობთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში, სასარგებლო სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!

წყარო