ჯანსაღია თუ არა თმა? 3-წამიანი ტესტი თმის ხარისხის დასადგენად

ლამაზი და ხშირი თმა ყველა გოგონას ოცნებაა. ამის მისაღწევად საჭიროა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არასწორმა მოვლამ შეიძლება თმა დააზიანოს, ამიტომ შეამოწმეთ, რა მდგომარეობაშია ის და სჭირდება თუ არა გაჯანსაღება.

3 მარტივი ტესტი თმის ხარისხის შესამოწმებლად

ტესტი 1

ეს პროცედურა თმის ელასტიურობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. დაისველეთ თავის რომელიმე ნაწილი, აიღეთ 2-3 კულული, მოათავსეთ დიდ და საჩვენებელ თითს შორის და ფრთხილად გაჭიმეთ ბოლოებიდან. თუ თავისი სიგრძის 1/3ით იჭიმება და ბრუნდება უკან, ყველაფერი წესრიგშია.

ტესტი 2

თმის ნაწილი მოათავსეთ საჩვენებელ და შუა თითს შორის, გასწიეთ ის ბოლოდან ძირისკენ. თუ შეხებისას თმა უხეშია და არასწორი ნაწილები გხვდებათ, ესე იგი, ის დაზიანებულია.

ტესტი 3

ჩაასხით ჭიქაში ოთახის ტემპერატურის წყალი და ჩაყავით მასში მოჭრილი კულული. თუ არ ჩაიძირა, ესე იგი, წესრიგშია და თუ ის სწრაფად ჩაიძირა, თმის აღდგენის დროა.

თმის დაზიანების მიზეზები

ფუმფულა და ხშირი თმა შესაძლოა მშრალი და უსიცოცხლო გახდეს მრავალი მიზეზის გამო, ეს ხდება შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორების დამსახურებით.

ცხელი დახვევა

ქალები ხშირად იხვევენ თმას ცხელი მეთოდით, მაღალი ტემპერატურა კი თმას აშრობს.

შეღებვა

ყველაზე დამზოგავი, უამიაკო საღებავიც კი მოქმედებს თმის ჯანმრთელობაზე. პროცედურა ხსნის თმის ფორებს და ხდება საღებავის პიგმენტის შეშვება. ამდენად თმა კარგავს ტენიანობას და თხელდება. სასურველია, მხოლოდ ბუნებრივი საღებავის გამოყენება.

დამაფიქსირებელი საშუალებები

ლაქები, გელები, ქაფები ასევე აზიანებს თმას.

შამპუნის ხშირი გამოყენება

ასე თმის დამცავი სწრაფად ირეცხება და თმა აღარ არის გლუვი და ხშირი.

არასწორი ვარცხნა

ხშირი, უხეში ვარცხნა და უხარისხო სავარცხელი აზიანებს თმას, ეს კი თმის გაყოფას იწვევს.

თმის აღდგენა

მიმართეთ შემდეგ წესებს:

  1. გამოიყენეთ უამიაკო საღებავები და ისარგებლეთ შეღებილი თმის შამპუნით. დაიცავით შეღებვებს შრის 8-10 კვირა. იშვიათად გაიღიავეთ თმა.
  2. შეარჩიეთ სწორი, თქვენი თმის ტიპის შამპუნი.
  3. ყოველდღიური ვარცხნისთვის უპირატესობა ხის სავარცხელს მიანიჭეთ, რომელსაც იშვიათი კბილები ექნება. ის თავის კანს დაამასაჟებს.
  4. ეცადეთ თმა ბუნებრივად გაიშროთ და არ გამოიყენოთ ფენი.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თმის აღდგენაში! თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

Loading...

  კომენტარები