მთავარი ჯანმრთელობა რატომ აზიანებს ემოციები ჯანმრთელობას და როგორ გავუმკლავდეთ ამას

რატომ აზიანებს ემოციები ჯანმრთელობას და როგორ გავუმკლავდეთ ამას

by Keti

ჩვენი სხეული მეტყველებს და ზოგჯერ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა ემოციების თვალსაჩინო გამოხატვაა. თუკი ვერ გადმოვცემთ უარყოფით ემოციებს, ეს ხშირად ფიზიკური პრობლემების სახით ვლინდება.

მოდით განვიხილოთ რა გავშირია მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებს შორის და სად არის გამოსავალი.

1. შიში იწვევს ალერგიასა და დერმატიტს

ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ გავრცელებული ალერგიული რეაქციები ხშირად მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება. ეკზემა, ცხელება, ასთმა ხშირად ემოციური პრობლემების გამო იწყება. მით უმეტეს, თუ ფიზიკური მიზეზი უცნობია, ესე იგი, ეს გამოვლინებები სხეულის ფსიქოსომატური რეაქციაა და საჭიროა ფსიქოლოგთან ვიზიტი.

2. აკვიატებები ხშირად წონის პრობლემას იწვევს

წონის პრობლემები ხშირად აკვიატებული მდგომარეობებით იწყება, ეს აკვიატება კი გარეგნულ ნიშნებს ეხება. ადამიანი შესაძლოა ზედმეტად ღელავდეს ნაოჭებზე, პატარა მკერდზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

სხეულზე ზრუნვა აუცილებელია, თუმცა გადაჭარბებული გამოხატულება ხშირად ძალიან საშიშია.

3. შიში და აკვიატება ერთდროულად ბევრ სიმპტომს იწვევს

ადამიანი ზოგჯერ მიზეზგარეშე იწყებს იმაზე დარდს, რომ სერიოზულად ავადაა, შემდეგ კი ამაზე დიდხანს ფიქრობს და შეიძლება წარმოსახვითი სიმპტომები რეალურადაც გაჩნდეს. ამას იპოქონდრიას უწოდებენ.

4. ემოციური კონფლიქტი და სტრესი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს

მუცელი კომპლექსურად კონტროლდება და ცხოვრებისეული სტრესები ხშირად მასში სერიოზულ ძვრებს იწვევს.

ხშირად გასტრიტის მიზეზი ემოციური პრობლემებია: პასუხისმგებლობის აღების სირთულე, სიძნელეები პრობლემის გადაჭრაში, მოწყვლადი ხასიათი. სხვადასხვა ორგანოები ტვინს სიგნალს აწვდიან ფიზიკური პრობლემების სახით.

5. თვითკრიტიკა და შიში თავის ტკივილს იწვევს

თვითკრიტიკა, დაბალი თვითშეფასება, შინაგანი შიშები და მუდმივი სტრესი თავისთვის მეტისმეტი დატვირთვაა, ეს კი მიგრენის ან ძლიერი ტკივილების სახით ვლინდება.

6. დეპრესია და შფოთვა კარდიოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის

პერიოდული დეპრესია და შფოთვა გულის დაავადებების რისკს ზრდის, რადგან იზრდება გულისცემა და ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვის გარეშე გადაღლილი რჩება.

როგორ ავირიდოთ ეს თავიდან

  1. როცა ექიმთან მიხვალთ, არ დაივიწყოთ ფსიქოლოგიც, რადგან დაავადების ფესვები ხშირად მხოლოდ ფიზიკურ პრობლემებში არ არის.
  2. მედიტაცია და გონებრივი სავარჯიშოები ზრდის სტრესთან გამკლავების უნარებს.

ექსპერტების თქმით, მედიტაცია და მაინდფულნესი გვეხმარება ყურადღების გადატანაში, შედეგად, მცირდება თვითგანსჯა და გონება რელაქსაციას განიცდის.

სასარგებლო იყო სტატია? გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: