მთავარი სილამაზე 11 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა, რომელიც უფრო გაგაახალგაზრდავებთ

11 მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა, რომელიც უფრო გაგაახალგაზრდავებთ

by Keti

ყველა ქალს  სურს გამოიყურებოდეს უფრო ახალგაზრდულად და დამალოს თავისი ასაკი. სხეულის მოვლა ჩვენ ხელშია. არსებობს სხვადასხვა ფანდი კოსმეტიკაში, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ ქალი უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეს. გთავაზობთ 11 ასეთ ხრიკს.

1. ქუსლების მოვლა

პედიკური აუცილებელი პროცედურაა ქალისთვის. ქუსლის კანი სწრაფად უხეშდება. ამიტომ სალონს მიმართეთ თვეში ერთხელ მაინც. პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი ეთერ ზეთი, მაგალითად, პიტნის.

2. ტუჩის მოხატვა

ასაკის მატებასთან ერთად ტუჩის კონტური იკარგება. უნდა გამოიყენთ იმ შეფერილობის ფანქარი, რომელიც ერთი ტონით მეტია პომადის ფერზე.

 

3. გამოვიყენოთ მზისგან დამცავი მალამო

მოღრუბლულ ამინდშიც კი, განსაკუთრებით თბილ სეზონებზე, კანის დაცვა მზის მავნე ზემოქმედებისგან ერთობ აუცილებელია.

 

4. შევარჩიოთ თმის თბილი ფერები

თუ გსურთ ჭაღარის დაფარვა, არ უნდა გამიოყენით ცივი ფერები. საჭიროა შემდეგი შეფერილობის – ოქროსფერის, თაფლისფერის, წაბლისფერის შერჩევა.

5. შევცვალოთ თვალის შავი ფანქარი 

ასაკოვანი ქალისთვის უკეთესია ზღვის ფერების (ცისფერი, ფირუზისფერი, მწვანე) შერჩევა თვალის ფანქრისთვის.

6. ვზრუნავთ კბილების სიქათქათეზე

ზოგჯერ სასიამოვნო ღიმილი ფარავს სახის სხვადასხვა ნაკლს. ამიტომ იზრუნეთ თეთრი კბილებისთვის: უარი თქვით მავნე ჩვევებზე, ეწვიეთ სტომატოლოგს და გაიხეხეთ დღეში 2 ჯერ.

7.  გავისქელოთ წარბები

ამისათვის გამოიყენეთ წარბების ფანქარიც, ჩრდილებიც და საღებავიც. შეარჩიეთ ყველაზე ბუნებრივი ფერი, მაგალითად, მუქი ყავისფერი.

8. ვიზრუნოთ ხელებზე

გაიკეთეთ მანიკური აუცილებლად. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთის, ალოე ვერას და გლიცერინის შემცველი მალამოები ხელებისთვის.

9. დავმალოთ ნაოჭები

ჟოჟობას ეთერ ზეთის რამდენიმე წვეთი ეფექტურად დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ასევე კონსილერი. ეცადეთ მაქსიმალურად შენიღბოთ ნაოჭები.

10. შევარჩიოთ   პუდრა

ამ საქმეში დაგეხმარებათ ატმისფერი და ვარდისფერი ტონები.

11. გამოვიძინოთ

კარგი ძილი – ახალგაზრდობის შენარჩუნების საწინდარია. თუ გრძნობთ, რომ ცოტა გძინავთ, დაწექით ერთი საათით ადრე. ეს მოგანიჭებთ მხნეობას და მოქნილ კანს.

გაითვალიწინეთ ეს რჩევები. ჩამოთვლილი ხრიკების შესრულება თავს გაგრძნობინებთ ახალგაზრდა ლამაზ, თავის თავში დარწმუნებულ ქალად.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: