მთავარი ფილმები 5 დაუფასებელი ფილმი, რომელიც რეალურად ძალიან კარგი სანახავია

5 დაუფასებელი ფილმი, რომელიც რეალურად ძალიან კარგი სანახავია

by guramus
ცხოვრება თავისთავად, 2018

ეს ფილმი მოგვითხრობს ურთიერთობის შესახებ, რომელიც დეკადების განმავლობაში გრძელდება. მთავარ გმირებს ების და ვილის ერთმანეთი უყვარდებათ, ეჭვები შეაქვთ საკუთარ გრძნობებში, ემზადებიან ქორწილისათვის და ხვდებიან საგზაო შემთხვევაში, შემდეგ კი მათი ისტორია თავიდან მეორედება. ამ უცნაური წრის დასარღვევად, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ საიდან დაიწყო ის.

გალვესტონი, 2018

ეს კრიმინალური თრილერია, რომელიც მოწყენის საშუალებას ერთი წუთითაც კი არ მოგცემთ. მთავარი გმირი როი დაქირავებულ მკვლელად მუშაობს, რომელსაც მისი ბოსი ღალატობს. იგი ახერხებს თავი აარიდოს მახეს მისი პოტენციური მკვლელის მოკვლის საშუალებით, გაქცევის დროს კი აღმოაჩენს როკის, ახალგაზრდა ესკორტს, რომელიც ტყვეობაში იყო. გარკვეული ყოყმანის შემდეგ, როი თანხმდება მასთან ერთად გაქცევაზე. ერთადერთი, რის გამოც ამ ფილმმა კარგი გამოხმაურება არ ჰპოვა კრიტიკოსებს შორის ისაა, რომ იგი ზუსტად არ მისდევს იმ წიგნს, რომელზეცაა დაფუძნებული.

ტორტი, 2014

ეს ფილმი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჯენიფერ ენისტონი არამარტო ნიჭერი კომედიანტი, არამედ გამორჩეული დრამის მსახიობიცაა. მას მართლაც ძალიან რთული და დრამატული როლი აქვს ამ ფილმში – მისი პერსონაჟი ქალია, რომელიც ქრონიკული ტკივილის სინდრომით იტანჯება. იგი ცდილობს დაილაგოს საკუთარი ცხოვრება და ასევე გამოიძიოს იმ გოგოს სიკვდილის მისტიური ისტორია, რომელიც იმავე ფსიქოლოგიურ კურსებზე დადიოდა, სადაც თვითონ დადის.

უცნობი, 2018

ეს ცნობილი გოთიკური ნოველის ადაპტაციაა, რომელიც მაყურებელს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს დასაწყისიდან დამთავრებამდე. ეს ისტორია ექიმ ფარადეიზე მოგვითხრობს, რომელსაც უცნაურ სახლში იძახებენ. როგორც აღმოჩნდება, იქ რაღაც მისტიური ხდება და მთავარ პერსონაჟს ამის გამოძიება სჭირდება.

ლონდონის მდელოები, 2018

ეს შესანიშნავი თრილერია ულამაზესი ამბერ ჰერდის მონაწილეობით. მსახიობი ნიკოლა სიქსის როლს თამაშობს, რომელიც ბარში სტუმრობისას გახდება იმ მწერლის ინსპირაციის წყარო, რომელსაც დეკადების განმავლობაში ერთი ხაზიც კი არ დაუწერია. იგი ერთი შეხედვით აანალიზებს გოგონას პერსონაჟს და მისი გამორჩეული სასიკვდილო საიდუმლოებებით ინტერესდება. მაყურებლებს ასევე ევალებათ ნიკოლას მისტიური საიდუმლოებებისათვის ფარდის ახდა.

ეს ფილმიც ასევე იმიტომ გახდა კრიტიკის ობიექტი, რომ იგი განსხვავდება ორიგინალი ნოველისგან, რომელსაც მისი მსგავსი სახელი ჰქვია. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით რომ დებატები იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი წიგნსა და ფილმს შორის, დაუსრულებლად გრძელდება ყოველთვის. სწორედ ამიტომ სჯობს ამ ფილმის ნახვა და შემდეგ სურვილის შემთხვევაში წიგნის წაკითხვაც, რადგან თქვენით გამოიტანოთ სწორი დასკვნა.