მთავარი ფილმები 8 დეტალი ცნობილი ფილმებიდან, რომელიც ნამდვილ ფანებსაც კი გამორჩათ

8 დეტალი ცნობილი ფილმებიდან, რომელიც ნამდვილ ფანებსაც კი გამორჩათ

by guramus
იდეალური კოცნა (თორი: ბნელი სამყარო, 2013)

ფილმის ფინალურ სცენაში, სადაც თორი ვნებიანად კოცნის ჯეინს, გოგონას როლს რეალურად ნატალი პორტმანი სრულიადაც არ ანსახიერებს, ფილმის სხვა სცენებისგან განსხვავებით. პორტმანმა ამ სცენის თავიდან გადასაღებად ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან სხვა ფილმზე მუშაობით იყო დაკავებული. სწორედ ამიტომ, სცენის გადაღებაში კრის ჰემსვორზს მისი ცოლი, ელსა დაეხმარა, რის გამოც ეს კოცნა სწორედ ასეთი ვნებიანი და რეალური ჩანს.

ტომ კრუზი ვესტერნში (ახალგაზრდა მსროლელები, 1988)

ამ ფილმში ძნელად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ტომ კრუზის შემჩნევა. მისი პერსონაჟი ერთ–ერთი სროლის სცენაში იღუპება. მსახიობი უბრალოდ გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, როდესაც ფილმში მონაწილეობა სთხოვეს, რადგან მას არასოდეს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ვესტერნის ჟანრის ფილმში და ამის გამო სიამოვნებით დათანხმდა ამ როლს.

ჩუმი სცენა (დიდი გეთსბი , 2013)

როდესაც გეცბი და დეიზი ერთმანეთს შეხვდებიან, ისინი 30 წამის განმავლობაში ჩუმად არიან. ეს მოქმედება შეიძლება დროის კარგვად ჩათვალოთ, თუმცა რეჟისორს სურდა წარმოედგინა ზუსტად ის, რაც ფიცჯერალდს აქვს აღწერილი ნოველაში: ” ნახევარი წუთის განმავლობაში, სიჩუმე იყო”.

რეპლიკანტის იდენტიფიკაცია (დანის პირზე მორბენალი 2049, 2017)

ფილმში რეპლიკანტების ამოცნობა მათი თვალის დათვალიერებით შეგიძლიათ, როდესაც ისინი მაღლა და მარცხნივ გაიხედავენ. ფილმის დასაწყისში, მაყურებლებსაც ასევე სჭირდებათ ეკრანის მაღლითა მარცხენა კუთხეში ახედვა, სადაც ისინი ზუსტად სიტყვა “რეპლიკანტს” ხედავენ.

სამოსის არჩევანი (ადამიანი ობობა, 2002)

2002 წლის ფილმში დღესასწაულის სცენაში შეიძლება შეამჩნიოთ სამოსის ფერების სასაცილო გადაწყეტა. პიტერ პარკერს აცვია ისეთი სამოსი, რომელიც მას მწვანე გობლინს ამსგავსებს ფერების მიხედვით. ნორმან ოსბორნს კი, რომლის ალტერ–ეგოც მწვანე გობლინია, აცვია ადამიანი ობობას ფერებში გადაწყვეტილი სამოსი. შეიძლება ფილმის ავტორებს ამით იმის თქმაც კი სურდათ, რომ ამ ანტაგონისტებს ერთმანეთთან მართლაც ბევრი ჰქონდათ საერთო.

ბეჭედი (ვარსკვლავის დაბადება 2018)

ბრედლი კუპერის პერსონაჟი ჯექსონ მეინი ფილმში საკმაოდ მნიშვნელოვნად იკლებს წონაში მისი მკურნალობის პერიოდში. ეს მისი ბეჭდის საშუალებითაა გამოსახული, რომელიც ჯექსონის თითიდან ჩამოცურების პირასაა.

ნაცნობი ბიჭუნა (ზაზუნას დღე, 1993)

საავადმყოფოს სცენებში ფონზე შეგიძლიათ ფეხმოტეხილი ბიჭუნას დანახვა, რომელიც სწორედ ის ბავშვი აღმოჩნდება, რომელსაც მთავარი გმირი რეალურად ჩამოვარდნისგან იხსნის.

კატასტროფის დრო (ტიტანიკი, 1997)

ფილმის ბოლო ნაწილში, როუზი იხსენებს ყველას, ვისაც კი იგი გემზე შეხვდა. როდესაც საქმე ჯეკზე მიდგება, ჩვენ ვხედავთ მის უკან არსებულ საათს, რომელიც ზუსტად იმ დროს აჩვენებს, როცა ტიტანიკი ჩაიძირა.