მთავარი ფილმები 6 საიდუმლო სერიალ “მეგობრების” შესახებ, რომლის ამოხსნაც ყველას სურდა

6 საიდუმლო სერიალ “მეგობრების” შესახებ, რომლის ამოხსნაც ყველას სურდა

by guramus
ფონზე არსებული სიცილის ხმა იყო თუ არა რეალური?

სერიალის თითქმის ყველა ეპიზოდი იწერებოდა ცოცხალი აუდიტორიის, 200–300 კაციანი ჯგუფის წინ. ერთი ეპიზოდის გადაღებას დაახლოებით 5–6 საათი ჭირდებოდა. აუდიტორია ძირითადად მსახიობების მეგობრებისგან, გადამღები ჯგუფის წევრებისგან და შოუს ფანი ცნობილი ადამიანებისგან შედგებოდა. როდესაც სერიალი პოპულარული გახდა, შოუზე დასასწრები წინა ხაზის სკამების ბილეთები 5 ათას დოლარადაც კი ფასობდა.

კორტნი კოქსმა ნამდვილი ინდაური ჩამოიცვა თავზე?

კორტნიმ გაამხილა, რომ მას სურდა ინდაური ნამდვილი ყოფილიყო, რათა იგი თავზე მეთიუ პერისაც ჩამოეცვა. თუმცა, სამწუხაროდ ყველაზე დიდი ინდაურიც კი არ აღმოჩნდა იმხელა, რომ მასში ადამიანის თავი ჩატეულიყო.

სად გადაიღეს გახსნის სცენა ფანტანთან?

შოუს ბევრს გულშემატკივარს სჯერა, რომ ცენტრალურ პარკში არსებული ჩერი ჰილის ფანტანი სწორედ ის ლოკაციაა, სადაც გახსნის კადრებია გადაღებული. თუმცა რეალურად გადამღები ჯგუფის წევრებმა სერიალის ცნობილი ფანტანის კადრები Warner Bros.–ის ერთ–ერთ გადასაღებ პავილიონში გადაიღეს ლოს–ანჯელესში. გადაღებისას ასევე მუსიკაც სრულიად განსხვავებული იყო.

გიუნტერი მართლა ბარმენი იყო?

ჯეიმს მაიკლ ტაილერი, მსახიობი რომელიც გიუნტერს ანსახიერებდა, მართლაც რეალური ბარმენი იყო სერიალის გადაღებების დაწყებისას. მას ამავდროულად არტისტის დიპლომიც ჰქონდა და ფილმების გადაღებებში ექსტრას როლში ხშირად იღებდა მონაწილეობას.

ერთხელაც იგი ცნობილ სერიალში გადასაღებად და ზედმეტი 40 დოლარის მისაღებად მიიწვია მეგობარმა, რათა მას მუნჯი ბარმენის როლი შეესრულებინა ფონზე. თუმცა, როდესაც შოუს გაგრძელება გადაწყვიტეს პროდიუსერებმა, მარტა კაუფმანმა ჯეიმს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას სამსახიობო გამოცდილება და დადებითი პასუხის შემდეგ მას საკუთარი ფრაზების თქმის უფლებაც მისცეს.

როგორ გამოყურება ცნობილი შიშველი მეზობელი რეალურად?

სერიალში საკმაოდ დიდი კომიკური ეფექტი ჰქონდა შიშველი მეზობლის გამოჩენას, რომლის იდენტობასაც 20 წლის განმავლობაში სერიალის ფანები ვერ არკვევდნენ. ეს მისტიური საკითხი 2016 წელს გადაიჭრა, როდესაც გაირკვა რომ შიშველი სხეულის გამოჩენისას ეკრანზე მსახიობი ჯონ ჰაუგენი ასრულებდა ამ უცნაური პერსონაჟის როლს.

როგორ ახერხებდნენ მსახიობები ძალიან სასაცილო სცენების თამაშს გაცინების გარეშე?

სინამდვილეში, ისინი ამას მართლაც ვერ ახერხებდნენ. უბრალოდ უყურედ ასობით გაფუჭებული კადრის მონტაჟს ვიდეოების სახით და მიხვდებით, თუ როგორ კარგ დროს ატარებდნენ სერიალის მთავარი გმირები გადასაღებ მოედანზე ასეთი სცენების დადგმისას.

ყველაზე პროდუქტიული მსახიობი ამ მხრივ მეთიუ პერი იყო, რომელსაც ყველაზე ხშირად ეცინებოდა და მის ირგვლივ სხვებსაც აცინებდა, რის გამოც მისი მონაწილეობით ყველაზე მეტი დუბლია გადაღებული.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: