მთავარი ფილმები 7 კლიშე ცნობილი ფილმებიდან, რომლებსაც ისე ხშირად ვხედავთ რომ მათი გვჯერა

7 კლიშე ცნობილი ფილმებიდან, რომლებსაც ისე ხშირად ვხედავთ რომ მათი გვჯერა

by guramus
გამაჯანსაღებელი პლედი

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, როდესაც სასწრაფო შემთხვევის ადგილზე მიდის, ექიმები პირველ რიგში მთავარ გმირებს ყოველთვის პლედს ახურებენ მხრებზე. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი მძიმეა მათი მდგომარეობა, პირველადი დახმარება ყოველთვის პლედის მოხურებაა, დანარჩენი მერე მოდის.

საოცარი ტრანსფორმაცია

შეიძლება ჰოლივუდში არ არიან მახინჯი ქალები – არამედ უბრალოდ ისინი, ვისაც ჯერ არ გამოუვლენია თავისი სილამაზე. თუკი ძალიან მომხიბვლელი არ ხართ, ამაზე არ უნდა დამწუხრდეთ, რადგან დიდი შანსია რომ მაგიურ ტრანსფორმაციას გაივლით და მართლაც ულამაზეს გოგონად იქცევით. შესაძლოა თქვენს მეგობრებს შორის ყველაზე ლამაზიც გახდეთ.

კარგი პოლიციელი ყოველთვის განქორწინებულია

კრიმინალური და დეტექტიური ფილმები ხშირად წარმოადგენენ კარგ პოლიციელს როგორც მარტოსულ კაცს, ქალაქის დაცვის სადარაჯოზე. იგი ან მარტოხელა კაცის თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს, ან ცოლს არის გაშორებული, რომელმაც იგი სხვა კაცის გამო მიატოვა და ბავშვის ნახვის უფლებასაც მხოლოდ ხანდახან აძლევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ პოლიციელისთვის უდიდესი პრიორიტეტი სამსახურია და ოჯახი ყოველთვის მეორე ადგილზეა. უფრო მეტიც, ეს პოლიციელი ხშირად ასეთი სტრესის კომპენსაციას აკრძალული და არალეგალური მეთოდების გამოყენებით ახდენს.

ახალგაზრდა ქალი მეცნიერები

ფილმებში ლაბორატორიები ყოველთვის ექსტრემალურად სტერილური და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილია. როგორც წესი მათში დიდი ოდენობით შუშა და თეთრი ფერი ჭარბობს. უფრო მეტიც, თქვენ იშვიათად ნახავთ მასში მომუშავე ასაკოვან ქალბატონს – ყველა ლაბორატორიის თანამშრომელი მომხიბვლელი, კარგ ფორმაში მყოფი და ახალგაზრდა გოგონაა. უფრო ასაკოვანი ქალბატონების ნახვა იშვიათობაა, რადგან ისინი შეიძლება ადრეულ, 40 წლის ასაკში გადიან პენსიაზე ასეთ საიდუმლო ლაბორატორიებში მუშაობის შემდეგ.

არ არსებობს მარტოხელა გმირი

თუკი მომხიბვლელი და თანაც მთავარი გმირი ხართ კრიმინალურ თრილერში, თქვენ ვერ იცხოვრებთ მაგარი შეყვარებულის გარეშე. თუკი დასაწყისში შეყვარებული არ ყავს გმირს, ისტორიის ბოლოს აუცილებლად ეყოლება.

შენიღბვის ექსპერტები

ყველაზე გამოსადეგი ცხოვრებისეული ხრიკი იმ კრიმინალებისათვის, რომლებსაც საკუთარი გარეგნობის შეცვლა სურთ: თუკი იმალებით ვინმესგან და გსურთ შეუმჩნეველი დარჩეთ, გაიკეთეთ მზის სათვალეები. მათი გაკეთებით თქვენ მაშინვე უჩინარი და შეუმჩნეველი ხდებით, თანაც საკმაოდ სიმპატიურიც. ასევე რეგულარული კეპის დახურვაც იგივე ეფექტს იძლევა.

მას ვისაც გაჩუმება არ შეუძლია, ადრეული სიკვდილი ელის

თუკი ერთი ადამიანი მეორეს ტელეფონის ან რომელიმე წყაროს საშუალებით ატყობინებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამხელა სურს და ამისათვის შეხვედრას უნიშნავს, როგორც წესი ამ შეხვედრამდე ცოცხალი ვერ აღწევს. შეიძლება მან ეს მოახერხოს, თუმცა შეხვედრის დროს საჭირო ინფორმაციის გამხელამდე მოკვდეს და გმირის მკლავებშიც კი დალიოს სული.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: