მთავარი ჯანმრთელობა 14 ,,სასარგებლო” პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ჯანმრთელობას მტრობს

14 ,,სასარგებლო” პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ჯანმრთელობას მტრობს

by Keti

ცდილობთ, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით სასარგებლო საკვების მიღებას? მაშინ გაიკვირვებთ, რომ ზოგი ერთი შეხედვით ჯანსაღი პროდუქტი რეალურად მავნეა, თუმცა მარკეტოლოგები საპირისპიროში გვარწმუნებენ.

ამგვარად რომელი პროდუქტები არ უნდა ვიყიდოთ?

1. პაკეტის შვრია

მასში ბევრი შაქარი და ნატრიუმია და სასარგებლო საერთოდ არ არის.

2. ბოსტნეულის ჩიფსი

ჩვეულებრივი ჩიფსებივით ის კალორიებსა და ქიმიას შეიცავს, ასევე მავნე ცხიმებს.

3. გამხმარი ძროხის ხორცი

ის შეიცავს ცილებს, თან ბევრ მარილს, ასევე ამატებენ ნიტრატებს, რათა კარგი ფერი მიიღოს.

4. ,,ხორცი” ვეგეტარიანელებისთვის

ასეთი ,,ხორცი” სოიოს ცილას და უამრავ მავნე ქიმიურ დანამატს შეიცავს. სჯობს ცილი სხვა წყარო მოძებნოს.

5. მსუბუქი მაიონეზი

მასში ბევრი შაქარი და დანამატია, ზოგი მასში საქარინსაც ამატებს, რაც იაფი შაქარშემცვლელი, რომელიც მადას აძლიერებს.

6. ცხიმმოხდილი ყველი

ჩვეულებრივი ყველი პროტეინს და კალციუმს შეიცავს, ცხიმმოხდილში კი ისინი არ არის და მას ქიმიურ ნივთიერებებს ამატებენ.

7. უშაქრო გაზიანი სასმელი

დიეტური გაზიანი სასმელიც მავნეა, რადგან შეიცავს შაქრის შემცვლელს, რაც ზრდის ოსტეოპოროზისა და დიაბეტის განვითარების რისკს.

8. პროტეინის ბატონები

შეიცავს შაქარს, სინთეტიკურ საღებავებსა და არომატიზატორებს.

9. პროტეინის ორცხობილა

უბრალოდ ვერ უწოდებთ მას დიეტურს და სასარგებლოს, ეს ჩვეულებრივი ორცხობილაა სოიოს პროტეინით.

10. გრანოლა 

თითქოს ჯანმრთელი პროდუქტია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას სახლში თავად მოამზადებთ. მზა გრანოლა ბევრ კალორიას, ცხიმსა და შაქარს შეიცავს.

11. ქოქოსის ზეთი

შეიცავს შეთვისების უნარის არმქონე ცხიმებს და მავნეა საკვებად გამოყენებისთვის.

12. ჩაის სოკო (კომბუჩა)

მასში ადვილად ვითარდება მავნე მიკრობები და ობის სოკოები, ასეთი ჩაი საშიშია სუსტი იმუნიტეტის მქონეთათვის.

13. პაკეტის წვენი

მასში ბევრი შაქარია, მით უმეტეს, თუ სიტყვა ,,წვენის” ნაცვლად პაკეტზე ,,ნექტარი” წერია. სჯობს მიირთვათ ხილი და არ დალიოთ ასეთი წვენი.

14. იოგურტი დანამატებით

ჩვეულებრივი ნატურალური იოგურტი D ვიტამინისა და პროტეინის წყაროა, დანამატებიანი კი დამატკბობლების, ბევრი შაქრისა და უამრავი კალორიის წყაროა.

გაუზიარეთ საჭირო სტატია მეგობრებს!